LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრისთან განქორწინება არასდროს მინდოდა“ – გვინეტ პელტროუს მოულოდნელი აღიარება

278
40830234-0-image-a-48-1616501833017

48 წლის ოსკაროსანი მსახიობი, გვინეტ პელტროუ და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი 2003 წელს დაქორწინდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 11 წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდა, მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ. გვინეტი ახლა რეჟისორ, ბრედ ფალჩუკზეა დაქორწინებული.

პელტროუმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრისთან განქორწინება არასდროს სურდა. აღნიშნული აღიარება საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

„კრისთან განქორწინება არასდროს მინდოდა, თეორიულად არც გათხოვება მინდოდა. თუმცა ამ პროცესების დამსახურებით საკუთარი თავი უკეთ გავიცანი… და რომ არა ეს ყველაფერი, ვერასდროს ვიპოვიდი ყველაზე საოცარ ადამიანს, ბრედს“, – აცხადებს გვინეტი.

გვინეტ პელთროუ ვარსკვლავურ უბანში სახლს იშენებს – ვის მეზობლად იცხოვრებს მსახიობი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები