LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე: „ავად გავხდი, სახის კანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა და დაახლოებით ოთხი თვე სახლში ვიჯექი… მეუბნებოდნენ, თვალი გეცაო…“

278
კრისტი ყიფშიძე

კრისტი ყიფშიძე თავისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა, რის გამოც, მისი თქმით, ოთხი თვე სახლში გაატარა:

„ცხოვრების ყველა ეტაპი სიახლეებთან არის დაკავშირებული. როდესაც 40 წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. ახლა 46 წლის ვარ. 45-იდან 46 წლამდეც მნიშვნელოვანი გარდატეხა განვიცადე. ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ავად გავხდი. სახის კანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა. მოგეხსენებათ, მე მოდელი და წამყვანი ვარ და ამ პრობლემის გამო, დაახლოებით, ოთხი თვე სახლში ვიჯექი, არაპროდუქტიული ვიყავი. მთავარი ის არის, რომ გადავრჩი, ვიმკურნალე და ყველაფერი მოგვარდა. არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. მეუბნებოდნენ, ალბათ, თვალი გეცაო. ადრე მეც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შემიძლია, ვთქვა, რომ ამის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ჩემში განწმენდა მოხდა, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადე. ღირებულებები დროსთან ერთად ისედაც გეცვლება, მაგრამ ამის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ბევრ რამეს და მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები