ევგენი გორინის ფილმში „ვისაუბროთ პაკოზე“ რეჟისორმა ქართველი მოდელიც მიიწვია გადასაღებად. კრისტი ყიფშიძე ლეგენდარული ესპანელი გიტარისტის, კომპოზიტორისა და პროდიუსერის, პაკო დე ლუსიას შესახებ გადაღებულ ფილმში, ესპანელი მკითხავის როლს ასრულებს. გადაღებები ერთ-ერთ პატარა მთის ქალაქში მიმდინარეობდა. როგორც კრისტი ამბობს, იქ მხოლოდ ერთი დღით დარჩნენ, იმ სახლში, სადაც გადაღება მიმდინარეობდა, რომ როლი კარგად გაეთავისებინა.
ევგენი გორინმა ფილმში ბათუმელი მუსიკოსებიც ათამაშა. ჟენია გორინს აქამდეც უთანამშრომლია ქართველი მუსიკოსებთან, მათ შორის ნინო ქათამაძესა და „ინსაითთან“, როდესაც ისინი თავიანთ ერთ-ერთ ფილმში გადაიღო…
რეჟისორი „იმედთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ესპანელები და ქართველები ტემპერამენტით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ამიტომაც გადაწყვიტა, ფილმში ვირტუოზი ესპანელი გიტარისტის შესახებ ქართველებიც დაეკავებინა.
ფილმის პრემიერა 2016 წლის თებერვალში, ესპანეთში შედგება.

