LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრივი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის: შვედეთში რინგზე აღარ იჩხუბებენ

37

შვედეთში შესაძლოა პროფესიონალური კრივი აიკრძალოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ შვედები სპორტის ამ სახეობას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის განსაკუთრებულად საშიშად მიიჩნევენ.

ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონი პროფესიონალურ კრივს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მკაცრად აკონტროლებს, თუმცა შესაძლოა ძალიან მალე შვედეთში კრივი საერთოდ კანონგარეშედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ”მსოფლიო კრივის სუპერსერიის” ყოფილი მონაწილე ერიკ სკოგლუნდი ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა. შვედ მოკრივეს ვარჯიშისას მიღებული თავის ტრავმის გამო ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა და უმძიმესი ოპერაციის გადატანა მოუხდა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი მედიკამენტოზურ კომაში გაატარა.

შვედეთის შრომითი გარემოს დაცვის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები