LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა” – ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება

76
შარ

ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობად მიიჩნევს.

ოპოზიციურმა პარტიებმა მოსამზადებელი შეხვედრა გამართეს სადაც გადაწყვიტეს თუ რა საკითხებზე ისაუბრებენ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. მათი თქმით, ამ რანგის პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე და აიძულებს მათ წავიდნენ კომპრომისებზე.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” გამოიჩენს საკმარის პოლიტიკურ სიბრძნეს და მოუსმენს დასავლელ პარტნიორებს.

“ლელოში” მიაჩნიათ, რომ ვიზიტების დროს გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი იქნება. საბა ბუაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დეტალურად ესაუბროს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები