LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდიო…” – 9 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

78
BeFunky-collage (6)

9 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი თავად ავრცელებს ინფორმაციას.

„კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე”, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ​სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.

ოქრუაშვილის საქმის წარმოება თებერვალში განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები