LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო, შესაძლოა, დამოუკიდებელ უწყებად ვიხილოთ – ვოლსკი მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს

85
gia volsk

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაძლოა, კულტურის სამინისტრო კვლავ გამოეყოს და დამოუკიდებელ უწყებად გააგრძელოს ფუნქციონირება.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე ისაუბრა, განმარტა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თქვა, რომ განიხილება კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება და აქვე აღნიშნა, რომ თავიდანვე შეცდომა იყო დაშვებული, როცა უწყებების გაერთიანება მოხდა.

“მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში, არაჯანსაღ ძალებს არ უნდა მივცეთ ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული – ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება.” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები