LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი: თეა წულუკიანი

359
თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.

ამასთან, წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელ გიორგი გაგოშიძეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის სულისჩამდგმელი იმისა, რომ წითელი კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი.

გიორგი გაგოშიძე და მისი მთელი ოჯახი დაირაზმა და აპროტესტებს კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რადგან მათ მოსწონდათ, რასაც თავად აკეთებდნენ და რისი შედეგიც არის გელათში ჩამოშლილი ფრესკები. გიორგი გაგოშიძე 2010 წელს არის სისტემაში მოსული. ეს არის მთელი „ბონბონიერის“ სასათბურე პირობები, რომელიც ახლა ირღვევა და იწვევს მათი მხრიდან უკმაყოფილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

magti 5g