LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძული ბალი ტურისტებისგან მეტი ფულის მიღებას აპირებს

164
64365435

პოპულარული აზიური კუნძულის ბალის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტაილანდის მაგალითი გაიმეოროს და ტურისტული გადასახადის დაწესება სურს. ამის შესახებ Bangkok Post ინდონეზიის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ახალი გადასახადით შემოსული თანხა ტურისტული ობიექტების აღდგენას მოხმარდება, ასევე კუნძულის ეკოსისტემის შენარჩუნებასაც. მათ შორის სამეფო რიფებზე ზრუნვას, რადგან უცხოელი ვიზიტორების დიდი ნაკადების გამო ყველაზე მეტად ისინი ზიანდებიან.

როგორც გამოცემა აზუსტებს, გადასახადის დაწესების ვადები და ოდენობა ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები