LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინი მოკლეს? – მედიაში შოკისმომგვრელი მტკიცებულებები ვრცელდება

757
page

ლეგენდარული არტისტის, კურტ კობეინის გარდაცვალებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, მისი სიკვდილის ოფიციალური ვერსია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

Nirvana-ს ფრონტმენი 1994 წლის 5 აპრილს, 27 წლის ასაკში, სიეტლში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ კინგის ოლქის სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხებოდა. კობეინმა თავი Remington Model 11-ის 20-კალიბრიანი თოფით მოიკლა.

,,ბიბისიმ” კურტ კობეინის სიკვდილზე ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო

თუმცა, დამოუკიდებელმა კერძო ექსპერტთა ჯგუფმა, მათ შორის სასამართლო სპეციალისტმა, ბრაიან ბერნეტმა, აუტოფსიისა და საქმის მასალების ხელახალი შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ სიკვდილი შესაძლოა დაგეგმილი მკვლელობა ყოფილიყო.

მისი ნაშრომი, რომელიც საერთაშორისო სასამართლო მეცნიერების ჟურნალში გამოქვეყნდა, ათ მტკიცებულებას აერთიანებს, რაც ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მკვლევარ, მიშელ უილკინსის თქმით, აუტოფსიაში დაფიქსირდა ისეთი ნიშნები, რომლებიც უფრო ჰეროინის ზედოზირებისთვისაა დამახასიათებელი, ვიდრე მყისიერი გასროლის შედეგად დამდგარი სიკვდილისთვის. ექსპერტების ვერსიით, კობეინი შესაძლოა ჯერ იძულებით, ზედოზირების შედეგად უგონო მდგომარეობაში ჩააგდეს, შემდეგ კი ესროლეს და შემთხვევა თვითმკვლელობად გაასაღეს.

კითხვებს აჩენს დანაშაულის ადგილის დეტალებიც, იარაღის მდებარეობა, მასრის პოზიცია, ხელზე სისხლის კვალის არარსებობა და გამოსამშვიდობებელი წერილის ბოლო სტრიქონების განსხვავებული ხელწერა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სცენარი შესაძლოა დადგმული ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, კინგის ოლქის სასამართლო ექსპერტიზის ოფისი და სიეტლის პოლიცია აცხადებენ, რომ ახალი მტკიცებულება არ არსებობს და საქმის ხელახლა გახსნა არ იგეგმება. მათი პოზიცია, ჯერჯერობით უცვლელია, კობეინის სიკვდილი, სუიციდი იყო.

დამოუკიდებელი ჯგუფი კი საქმის გამჭვირვალე და სრულყოფილ გადახედვას ითხოვს.

„თუ ვცდებით, დაგვიმტკიცონ“, – აცხადებს უილკინსი.

27 წლის ასაკის წყევლა – მუსიკის ლეგენდები, რომლებიც 27 წლის ასაკში  გარდაიცვალნენ

„კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“- დღეს კურტ კობეინის დაბადების დღეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები