მადრიდის “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ბოლო 100 დღეში პირველად ჩაუდგა.
“რეალის” ფორვარდები ლა ლიგაში 5 მატჩია ვერ იტანენ.
“ატლეტიკომ” მე-6 ითამაშა ლა ლიგაში 0:0.
“ატლეტიკომ” თავისი შედეგიანობის ანტირეკორდი გაიმეორა ლა ლიგაში – 22 გოლი 21 მატჩში.
კავანიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა “ატლეტიკოსთვის” (Foot Mercato).
კიკე სეტიენმა ორშაბათის ვარჯიში გააუქმა. “ბარსელონას” მისი დანიშვნის მომენტიდან დასვენების დღე არ ქონია.
“ვალენსიას” ფეხბურთელები როდრიგოს გაყიდვის წინააღმდეგი არიან. ფეხბურთელი “ბარსელონას” აინტერესებს.
“ატალანტამ” სერია ა-ს მატჩი პირველად მოიგო 7 ბურთიანი სხვაობით (“ტორინო” გასვლაზე გაანადგურა 7:0).
“ატალანტას” მოგება ბოლო თვეში – 5:0; 5:0; 7:0.
“ატალანტამ” 57 გოლი გაიტანა სერია ა-ში 21 შეხვედრაში. ტოპ 5 ლიგაში უფრო მეტი მარტო “სიტის აქვს – 65 გოლი.
“ატალანტას” თავის ისტორიაში 6-ჯერ გაუტანია 5+ გოლი. ექვსივე გასპერინის ეპოქაში.
კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ში გოლების სერია 8 მატჩამდე გაზარდა, 12 ბურთი აქვს შეგდებული.
“კუზიანო ნაბიჭვარო, შენ ბევრს ლაპარაკობდი “იუვეზე”, მერე კი ჩაიხადე!” – “ნაპოლის” ფანებმა სარის შესახებ ბანერები გამოფინეს.
აგენტებმა “ჩელსის” პიონტეკის ყიდვა შეთავაზეს.
სტივენ ჯერარდმა მე-100 მატჩი ჩაატარა “რეინჯერსის” მწვრთნელის რანგში.
მარსიალმა მე-200 მატჩი ითამაშა “მანჩესტერში”.
“ტოტენჰემმა” განაახლა მოლაპარაკებები “მილანთან” პიონტეკის ტრანსფერზე.
“ტოტენჰემს” სურს გაიფორმოს ვერნერი, გიოტცე, ვეგორსტი ან ალკასერი, თუ ვერ იყიდის ვილიან ჟოზეს.
რობერტ ლევანდოვსკიმ 20+ გოლი გაიტანა ბუნდესლიგის 8 სეზონში 10-დან.
“ბაიერნმა” 55 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის 19 მატჩში. ეს საუკეთესო შედეგია 34 წელიწადში.
ნეიმარმა 100 ქულა მოაგროვა (65+35) პსჟ-ს ჩატარებულ 75 მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით.
“ბრაგამ” ისტორიაში მეორე მოიგო პორტუგალიის ლიგის თასი (“პორტოს” 1:0 მოუგო). მატჩის წინ მოედანზე ბურთი ბიჭმა გაიტანა პატარა მანქანით. ბავშვს მომენტის მნიშვნელობა ესმოდა და ძალიან სერიოზული იყო.