გარკვეული მექანიზმები შემოსაღებია, რომ პენსიონერებს პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე არაადეკვატური საპროცენტო განაკვეთი არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეეხება პენსიონერების საკითხს, საპარლამენტო გუნდთან ერთად განვიხილეთ, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, როდესაც პენსიონერი საკუთარი მომავალი პენსიების უზრუნველყოფით იღებს სესხს, რომ მას არ ჰქონდეს ძალიან მაღალი, არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ გარკვეული რეგულაციები იქნება აქ საჭირო. ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს. თუმცა, ის, რომ პენსიები ერთ ბანკშია, ეს ტენდერით გადაწყდა, მაგრამ თუ რამე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც, ჩაერთონ და განიხილონ ეს საკითხები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრიან.