LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა

107

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მას გადადგომის თხოვნით მიმართა, რაც დააკმაყოფილა.

მის ნაცვლად, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი წაადგინა, რომელიც ამ პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობდა.

“წელიწადნახევრის წინ, როდესაც, ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში, სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსად, კარგა ხანი დამჭირდა, მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის. მაშინვე ამბობდა, რომ საკუთარ თავს, გრძელვადიან მომავალში, ვერ ხედავდა საჯარო სექტორში. მე მას 20 წელია ვიცნობ და ყოველთვის იყო კერძო სექტორში.

რამდენიმე დღის წინ, მომმართა კერძო სექტორში დაბრუნების მოთხოვნით, რამდენიმე დღე ვცდილობდი მის დაყოლიებას დარჩენაზე, თუმცა ვეღარ შევძელი. ამიტომ მისი თხოვნის დაკმაყოფილება მომიწია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ზურა ყველგან გამორჩეული მენეჯერი და ბიუროკრატიის მოწინააღმდეგე იყო.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის 2012 წლიდან, მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.

“ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ საქმის ის მოცულობა, რასაც მთავრობის ადმინისტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა, სრული შესავსები იქნება. რთული მოსაძებნი იქნება, იმ ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება მის საქმეს.

დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი”, – აღნიშნა მან.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, უარყო გავრცელებული ხმები მის გადადგომასთან დაკავშირებით, პრემიერის თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში ეს არ მოხდება.

“ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, ამიტომ დაისვენონ, სანამ საქართველო წინ წავა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g