LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (27 ნოემბრის -3 დეკემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5630
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ უარყოფით ენერგოველშია. განსაკუთრებით რთული იქნება 27 ნოემბერი,  როცა სავსემთვარეობა ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ჰოროსკოპის ყველა ნიშანზე. მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას და ახალი საქმის დაწყებას.

ვერძი  – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენზეც უარყოფითად აისახება. გაგიჭირდებათ საკამათო საკითხების გადაწყვეტა და საკუთარი ინტერესების დაცვა. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად.

კურო – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. ბევრად უკეთესი იქნება პირველი ნახევარი, რადგან კვირის ბოლოს დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, შემცირდება ენთუზიაზმი და აქტიურად საქმიანობის ხალისი. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის დასაწყისში მოაგვაროთ, მეორე ნახევარში კი, დაზოგოთ ენერგია და მეტი დაისვენოთ. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, თუმცა არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება დეტალების მიმართ, რადგან სწორედ წვრილმანების გათვალისწინება დაგეხმარებათ საკამათო საკითხების თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტაში. მოერიდეთ საკუთარ გეგმებზე საუბარს, რადგან ბევრი ეცდება ხელის შეშლას.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას. მართალია, უამრავი საინტერესო იდეა გექნებათ, მაგრამ მათ განხორციელებაში ის ვალდებულებები შეგიშლიან ხელს, რომლებიც იძულებით მოგახვიეს თავს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ წარმატებაზე საუბარი, რადგან მხოლოდ არაკეთილმოსურნეების შურს გამოიწვევთ. მოერიდეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, მშობლებთან და ხელმძღვანელებთან კამათს, უმჯობესია დაუთმოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საკუთარი სიმართლის მტკიცება.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ბევრად უკეთესი იქნება პირველი ნახევარი, რადგან კვირის ბოლოს ენერგოტონუსიც დასუსტდება და შრომისუნარიანობაც დაქვეითდება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, რადგან უხასიათობა და ნეგატიური განწყობა არ მოგცემთ საქმის ბოლომდე მიყვანის და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებას. მართალია, ხელმძღვანელები თავისუფლებას შეგიზღუდავენ და არ მოგცემენ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება და დაპირისპირება, უმჯობესია გამოიჩინოთ ტაქტი, დიპლომატია და უკეთესი დროისთვის გადადოთ საკუთარი სურვილების ასრულება.

ლომი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი, შრომისუნარიანობა და აშკარად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. ეცადეთ კვირის დასაწყისში გააქტიურდეთ, გამოიყენოთ ყველა შანსი და განახორციელოთ ყველა იდეა, რადგან კვირის მეორე ნახევარში მეტწილად საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. არაა გამორიცხული ფინანსური დახმარება გთხოვონ ახლობლებმა, რაც ტვირთად დააწვება თქვენს ბიუჯეტს. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და პარტნიორებთან, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა და არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

ქალწული – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. ბევრად უკეთესი იქნება პირველი ნახევარი, რადგან კვირის ბოლოს ენერგოტონუსთან ერთად იმუნიტეტიც დასუსტდება, დამძიმებული განწყობის ფონზე კი, მარტივი საქმეების შესრულებაც გაგიჭირდებათ. არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ და კიდევ უფრო გაგიფუჭებთ განწყობას. მოერიდეთ ახლობლებთან კამათს, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.

სასწორი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი, შრომისუნარიანობა და აშკარად გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და იდეების განხორციელებას, მაგრამ  პასუხისმგებლობა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები არც დასვენების საშუალებას მოგცემენ, არც წინასწარ დაგეგმილის განხორციელებას, მეტიც, არაა გამორიცხული დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი პერიოდია შეხვედრების მოწყობისთვის, კავშირების გაფართოებისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, საჭირო ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად.

მორიელი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. ბევრად უკეთესი იქნება პირველი ნახევარი, რადგან კვირის ბოლოს ენერგოტონუსთან ერთად იმუნიტეტიც დასუსტდება. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ დახარჯოთ ენერგია ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე. მართალია, დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი გექნებათ, მაგრამ გარშემომყოფები არ მოგცემენ საშუალებას, რადგან საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს შეგახსენებენ და ყველა საქმის ბოლომდე მიყვანას გაიძულებენ. არ ღირს გაჯიუტება და ზედმეტი აგრესიის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეიქმნით, სასურველ შედეგს კი ვერ მიაღწევთ.

მშვილდოსანი –  ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ბევრად პოზიტიურად შეაფასებთ მოვლენებს. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ლიდერული თვისებები და შეეჭიდოთ იმ რთული გეგმების განხორციელებას, რომელთაც დიდხანს არიდებდით თავს. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა –  მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ რისკს და იმ საქმის კეთებას, რომელშიც ნაკლები გამოცდილება გაქვთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საკუთარი შეხედულებების გადახედვა, სტერეოტიპებზე უარის თქმა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის შეცვლა. მართალია, ძალიან არ გესიამოვნებათ, მაგრამ მაინც მოგიწევთ მეგობრების და კოლეგების კრიტიკული შენიშვების მოსმენა. არ ღირს ზედმეტი აგრესიის გამოვლენა და საკუთარ გეგმებზე ღიად საუბარი, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.

მერწყული – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი საქმეების დასრულებას და სამომავლოდ გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია ინფორმაციის შეგროვებისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც თქვენს ნოვატორულ იდეებს გაიზიარებენ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. პოზიტიური შესაძლებლობების მიუხედავად, არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, დისციპლინა და ორგანიზებულობა, რათა არ დაუშვათ შეცდომა და არ გაუშვათ ხელიდან სასიკეთო შანსები.

თევზები – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ აჰყვეთ ილუზიებს, არ ღირს საკუთარი თავის მოტყუება და ფუჭი ფანტაზიებით დაიმედება, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები და იმოქმედოთ შესაბამისად. დროებით გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რადგან მაღალია მოულოდნელი სირთულეების წარმოშობის ალბათობა.

გეომაგნიტური დღეები – 27 და 29 ნოემბერი, პირველი და 2 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები