LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (30 ოქტომბერი – 5 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7572
მიხეილ ცაგარელი

13 ნოემბრამდე დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ყველა ნიშანს. მოიმატებს სტრესი და დაძაბულობა, გაიზრდება მოულოდნელი პრობლემების და უსიამოვნებების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, გარისკვა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ვერძი  – რთული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ დამძიმებული ჯანმრთელობის მიმართ. პრობლემები შეგექმნებათ ბიზნესში, ვერ შეძლებთ იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოემზადეთ ცვლილებებისთვის, რომლებიც უფრო მეტ ნეგატივს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე პოზიტივს. არაა გამორიცხული გიღალატონ პარტნიორებმა,  სწორედ მათი უპასუხისმგებლობით შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები და ვერ შეძლოთ საკუთარი იდეების განხორციელება.

კურო – რთული, თუმცა მეტად დინამიური კვირაა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან სწორედ ამ კვირაში შეგახსენებენ თავს ძველი პრობლემები და კონფლიქტები, რაც თქვენს აგრესიას გამოიწვევს. არაა გამორიცხული სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს კამათი  საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან რაც დაშორების ან ძველი შეთანხმების გაუქმების მიზეზი გახდება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და შემოსავლის დამატებითი წყაროების მოსაძიებლად.

ტყუპები – რთული და დაძაბული კვირაა, რადგან კარმული ვალების გასტუმრების პერიოდია. იძულებული გახდებით გააანალიზოთ და გამოასწოროთ ძველი შეცდომები. ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე საქმეების შესრულება და ძველი პროექტების დასრულება. მართალია, მოგინდებათ შეზღუდვებისგან გათავისუფლება, მაგრამ არ ღირს საკუთარი სიმართლის ზედმეტად უხეშად მტკიცება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება, რადგან დაძაბულობა ქაოტურად, ხშირად უაზროდ მოქმედებას გაიძულებთ, რაც განსაკუთრებით თქვენს კოლეგებს გააღიზიანებს.

კირჩხიბი – აქტიური, თუმცა რთული კვირაა. მართალია, შეძლებთ საქმის ორგანიზებას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან მოშურნეები და ფარული მტრები არაფერს მოერიდებიან თქვენი ავტორიტეტის შესალახად. თავი შეიკავეთ სარკაზმისა და ხისტი გამონათქვამებისგან, უხეშობისა და აგრესიის გამოვლენისგან. მოერიდეთ უცხო და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას.

ლომი – დაძაბული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ პროფესიულ საქმიანობასა და კოლეგებთან ურთიერთობაში. ვერ შეძლებთ დასახული გეგმების შესრულებას და იდეების განხორციელებას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სერიოზული ცვლილებების განხორციელება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, იძულებული გახდეთ გააკეთოთ არჩევანი ოჯახსა და სამსახურს შორის. ეცადეთ მოერგოთ ახალ წესებს, რადგან მათი უგულებელყოფა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ფინანსური ხარჯისა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებისგან.

ქალწული – დაძაბული, საკმაოდ პრობლემური კვირაა. მართალია, შრომისუნარიანობისა და ენთუზიაზმის წყალობით რამდენიმე საქმის ერთად შესრულების სურვილი გექნებათ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მათი ბოლომდე მიყვანა. ვერ შეძლებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგების მოძიებას, რაც უსიამოვნებების კიდევ ერთი მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, ნუ მოგერიდებათ უარი თქვათ არასასიამოვნო, ნეგატიურ ადამიანებთან კომუნიკაციაზე. არ ღირს პარტნიორების ძიება, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

სასწორი – მძიმე, მეტად დესტრუქციული კვირაა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას, რადგან ნეგატიური მოვლენების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ სულიერი სიმტკიცისა და მოთმინების შენარჩუნება. ეცადეთ არ გადაიღალოთ და თანაბრად გაანაწილოთ ენერგია საქმეებზე. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ზედმეტ ხარჯს, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ შეცდომა, რომელიც აუნაზღაურებელ მატერიალურ ზარალს მოგიტანთ. გამოიჩინეთ დიპლომატია და დელიკატურობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან დაპირისპირება გავლენის სფეროების გაყოფას, სასამართლო დავებსა და თქვენი ავტორიტეტის შემცირებას გამოიწვევს.

მორიელი – სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, თქვენთვის კვირა იღბლიანი და მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. მართალია, დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით სირთულეებს, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა მარტივად და თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მთავარია, არ გაიფუჭოთ განწყობა, გამოიჩინოთ ჩვეული სიძლიერე და ბრძოლის უნარი, არ შეუშინდეთ კონკურენტებს და იმოქმედოთ თამამად.

მშვილდოსანი – ყველაზე რთული კვირაა წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებები შეგახსენებენ თავს, არამედ ემოციური არასტაბილურობაც შეგიშლით ხელს საღად აზროვნებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან საქმეებში ხელის შეშლას და თქვენი ავტორიტეტის დაკნინებას. არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი, მოერიდეთ საიდუმლოს გაცემას, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

თხის რქა – მართალია, პოზიტიურად ხართ განწყობილი, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენს საქმეებზეც უარყოფითად იმოქმედებს. გამოიჩინეთ მეტი დელიკატურობა და დიპლომატია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და საკუთარი სიმართლის დამტკიცება. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ხელშეკრულებების გადახედვა და გაუქმება, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა და სამუდამოდ დამშვიდობება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია, არ ჩაერიოთ სხვათა საქმეში, რადგან ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ.

მერწყული – რთული და არასტაბილური კვირაა. ეცადეთ ნაკლები იმუშაოთ და მეტი დაისვენოთ, რადგან არა მხოლოდ სუსტი ჯანმრთელობა შეგახსენებთ თავს, არამედ გაღიზიანება და შინაგანი დაძაბულობაც შეაფერხებს თქვენს აქტიურობას. პრობლემებია მოსალოდნელი როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და ნაკლებად სასიამოვნო, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ლოიალურობა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც ზედმეტად ბევრს მოგთხოვენ და უყურადღებობაში დაგადანაშაულებენ.

თევზები – აქტიური, თუმცა დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერებული შრომისუნარიანობის ფონზე შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების დაწყებას, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება, არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ ჩაებათ კამათში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში დაგჯაბნიან ოპონენტები. თავი შეიკავეთ შორ მანძილზე მგზავრობისა და მოგზაურობისგან, ხელშეკრულებების და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმებისგან, რადგან მონდომება არ გაამართლებს და მხოლოდ იზარალებთ.

გეომაგნიტური დღეები – 30 ოქტომბერი, 2 და 5 ნოემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები