დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ეს კვირა მეტ-ნაკლებად ხელს უწყობს საქმიანობის სტაბილიზაციას. გამარჯვების მმართველი პლანეტების პოზიტიური განლაგება ზრდის შანსს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორად იქნას მიღებული. ასევე, იზრდება წარმატების მიღწევის შესაძლებლობა საქმიანი რეალიზაციის კუთხით, ხელსაყრელია მგზავრობა და მოგზაურობა. საერთო ჯამში, კვირა პოზიტიურ ფაზაშია.
ვერძი – მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდს გადიხართ, წარმატების გარკვეული შანსი მაინც არსებობს. მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი სიტყვები. თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და ემოციებს მართავთ, ამ პერიოდს გაცილებით მშვიდად და წარმატებით გაივლით. შესაძლებელია ზოგიერთი პროექტის დასრულება და პარალელურად საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის იმ პრობლემების, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში მორალურ კმაყოფილებასაც მოიტანს. თუმცა, რადგან პერიოდი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის სრულიად მშვიდი და სტაბილური, სასურველია ზედმეტად არ გადაიღალოთ და არ გადაიტვირთოთ. ამ ეტაპზე სარისკო და გრანდიოზულ პროექტებში ჩართვა მიზანშეწონილი არ არის. უმჯობესია კონცენტრირდეთ შედარებით პრაქტიკულ და უკვე დაწყებულ საქმეებზე, დაასრულოთ ძველი ვალდებულებები და დროდადრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, დასვენებასა და ძალების აღდგენას.
კურო – შესაძლებელია გარკვეული გაცნობიერება და კონკრეტულ დასკვნამდე მისვლა, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც უნდა შეიცვალოს. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში თავადვე სწორად განსაზღვროთ ახალი მიზნები, დაგეგმოთ ახალი პროექტები და შეიმუშაოთ მოქმედების განახლებული მეთოდოლოგიები. მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების განწყობა გაჩნდება და შეიძლება საკმაოდ საინტერესო პერსპექტივებიც გამოიკვეთოს თქვენს ცხოვრებაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და სწავლისთვის. ფინანსური თვალსაზრისითაც ეს ეტაპი საკმაოდ პერსპექტიულია. სასურველია გააქტიურდეთ, დაამყაროთ რაც შეიძლება მეტი კონტაქტი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეგობრული ურთიერთობები: რაც უფრო ჰარმონიული იქნება ეს კავშირები, მით მეტად იგრძნობთ მხარდაჭერას და შინაგან სტაბილურობას. რეფორმებისა და სიახლეების დანერგვისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია. ახალი იდეები, პროექტები და განახლებული მიდგომები წარმატებით განხორციელდება, ხოლო ცვლილებების მიმართ თქვენი მზაობა მნიშვნელოვან წინსვლას განაპირობებს.
ტყუპები – ენერგოტონუსი შედარებით დაბალია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გადაღლა სასურველი არ არის. მართალია, სერიოზულ გართულებებს არ მოასწავებს, თუმცა ორგანიზმს დასვენება სჭირდება, ამიტომ საკუთარ თავს დრო დაუთმეთ და ენერგია აღიდგინეთ. ეს პერიოდი ძალიან კარგია კარიერული განვითარებისათვის. ხელსაყრელია ფინანსური სფეროც , შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცნობების მიღება, წინსვლა და პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთა. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა ძველი გეგმები გაუმძაფრდეს და ძველ პროექტებში კვლავ ჩაერთოს. ის, რაც ადრე ვერ ვითარდებოდა, ახლა განვითარების ეტაპზე გადადის და ეს მოგიტანთ როგორც მორალურ კმაყოფილებას, ისე მატერიალურ შედეგს. მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც პარტნიორებთან, ისე კოლეგებთან. სწორედ ეს გახდება თქვენი პროფესიული წინსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.
კირჩხიბი – საკმაოდ კარგი პერიოდია. ინტუიცია ძლიერია და სწორედ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. თქვენს ცხოვრებაში იკვეთება მრავალფეროვანი პერსპექტივები და ახალი შესაძლებლობები. იმატებს თქვენი შეფასების კრიტერიუმი, ახლებურად იწყებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.
პერიოდი ხელს უწყობს თქვენი სურვილებისა და გეგმების მატერიალიზაციას. აშკარად იგრძნობთ მხარდაჭერას გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან. ამავე დროს, თავადაც მზად იქნებით ყოველთვის დაეხმაროთ სხვებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. სასიკეთო დროა უცხოელებთან ურთიერთობისთვის, საკონსულოსა და საელჩოში ვიზიტებისთვის, საერთაშორისო საკითხების მოსაგვარებლად. თუ გეგმავთ მივლინებას საზღვარგარეთ ან მოგზაურობას, ეს პერიოდი ხელსაყრელია. ასევე კარგია ახალი კონტაქტების დასამყარებლად. შესაძლოა ჩამოყალიბდეს საინტერესო და პერსპექტიული პარტნიორული თანამშრომლობა. ოპტიმიზმზე მეტად დაეყრდენით, რადგან ოპტიმიზი ამ ეტაპზე თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად აქტიური იყოთ და სრულად გამოიყენოთ პერიოდის დადებითი შანსები.
ლომი – ენერგოტონუსი ოდნავ დაქვეითებულია და შესაძლოა თავი ძალიან გადაღლილად იგრძნოთ. უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ და თქვენი გეგმები წინასწარ არ გაამჟღავნოთ – საიდუმლოს დაცვა ხელს შეუწყობს წინსვლასა და შესაძლებლობების განვითარებას. ზოგიერთი საქმე განსაკუთრებით წარმატებით შესრულდება, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ურთიერთობების დასრულებაც, რომლებიც რეალურად თქვენს ცხოვრებაში მუხრუჭის როლს ასრულებდა. სწორედ ამიტომ შეიძლება უფრო მკვეთრად იგრძნოთ თავისუფლების სიო. ეს პერიოდი მეტად უწყობს ხელს ინდივიდუალურ პროექტებსა და შემოქმედებით საქმიანობას, ვიდრე კოლექტიურ ძალისხმევას. ამავე დროს შეძლებთ ფინანსურ საკითხებში გარკვევას, მათ შორის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ თემებში, და ამ მიმართულებითაც იღბლიანი ეტაპი გელოდებათ.
ქალწული – მოსალოდნელია, რომ პარტნიორის მხრიდან შემოვიდეს საინტერესო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენს ჩართვას ახალ პროექტებში და შემოქმედებით სფეროებში აქტიურ მონაწილეობას. ეს პერიოდი თქვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა სტაბილური და მდგრადი. ქალწული ამ ეტაპზე გამოირჩევა აქტიურობით, ორგანიზებულობით, შრომისუნარიანობით, რაც ქმნის მყარ საფუძველს როგორც პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ისე ინდივიდუალური საქმიანობისთვის. შესაძლებელია კარიერული განვითარების პერსპექტივების გამოვლენა და გაძლიერება, კარიერული წინსვლა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა.
მეგობრები და კოლეგები მაქსიმალურად დაგეხმარებიან, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. ეს პერიოდი ერთ-ერთ საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს ქორწინებისთვის, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და საერთო საქმიანი ინტერესების განვითარებისთვის. პირადი და პროფესიული ურთიერთობები მეტად სასიკეთოდ წარიმართება. შემოქმედებით სფეროში კი შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი თავი ახლებურად და უფრო საინტერესოდ წარმოაჩინოთ.
სასწორი – ორგანიზმი დასვენებას ითხოვს, თუმცა ამ პერიოდში მაინც შეეცდებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, განსაკუთრებით კარიერული განვითარების მიმართულებით. შესაძლოა გაიზარდოს თქვენი პატივმოყვარეობა და სურვილი, საზოგადოებაში უფრო მაღალი პოზიცია დაიკავოთ და პროფესიულად მეტად განვითარდეთ. ამასთან ერთად, თქვენს გარემოცვაში შეიძლება გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანები, რომლებიც შემდგომში თქვენს მფარველებადაც კი იქცევიან და დახმარებას გაგიწევენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მხარდაჭერა შესაძლოა საქმიანი თანამშრომლობის ფორმითაც გამოვლინდეს.
მორიელი – საკმაოდ საინტერესო პერიოდია. მაღალია ენერგოტონუსი, უფრო მეტად იგრძნობთ საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებს, იმოქმედებთ უშიშრად და ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტას. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს როგორც პირად ინიციატივებს, ისე სხვებთან თანამშრომლობას. შესაძლებელია აქტიურად ჩაერთოთ ერთობლივ პროექტებში, პარტნიორულ საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში სხვებსაც დაეხმაროთ. წარმატების შანსი იზრდება კონკურსებში, სხვადასხვა სახის გათამაშებებსა და ლატარიებშიც. ძალიან კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისა და სასიყვარულო კონტაქტებისთვის. ასევე, გაუმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან და ახლობლებთან, გაიზრდება ურთიერთგაგება და მხარდაჭერა. რაც უფრო სტაბილურად და თანმიმდევრულად იმოქმედებთ, მით მეტად გაიზრდება თქვენი წარმატების შანსებიც. შესაძლებელია ახალი პერსპექტივების გაჩენა პროფესიულ სფეროში, არ არის გამორიცხული ახალი სამსახურის შეთავაზება ან ახალი თანამდებობის დაკავებაც.
მშვილდოსანი – მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური პერიოდია. მართალია, თქვენი ენერგოტონუსი შედარებით დაბალია და შესაძლოა ისეთი ენერგიულობაც არ იგრძნოთ, როგორც ადრეულ პერიოდში, თუმცა არსებული ენერგია სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სხვადასხვა საკითხი სწორად და თანმიმდევრულად წარმართოთ. ამ პერიოდში შეძლებთ გარკვეული ფინანსური საკითხების მოგვარებას, მათ შორის შესაძლოა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტაც და გარკვეული პროგრესის მიღწევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლობლები მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოავლენენ თქვენს მიმართ და საჭირო მომენტებში გვერდში დაგიდგებიან. ეს გარემოება კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს თვითრწმენას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მხარდაჭერისა და საკუთარი ინტუიციის სწორად გამოყენების წყალობით შეძლებთ ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას. ურთიერთობები ოჯახისა და ახლობლების წრეში მეტად ჰარმონიული და თბილი გახდება. ასევე სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენზე სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა, შესაძლებელია იფიქროთ ინტერიერის განახლებაზე, ავეჯის შეძენაზე ან დიზაინის შეცვლაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას.
თხის რქა – აქტიური პერიოდია. წარმატება შესაძლებელია როგორც პირად კონტაქტებში, ისე კოლექტიურ საქმიანობაში. ხელსაყრელი დროა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე სწავლასთან დაკავშირებული საკითხებისთვის. მნიშვნელოვანია, დროულად გამოავლინოთ ინიციატივა და ძალისხმევა, რადგან სწორად წარმართული პარტნიორული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თქვენი იდეებისა და სურვილების რეალიზებას.
ეს პერიოდი გაძლევთ შესაძლებლობას გააფართოოთ საკუთარი შესაძლებლობები როგორც შემოქმედებით, ისე პროფესიულ სფეროში. მოსალოდნელია მრავალფეროვანი კონტაქტები, ახალი ნაცნობობები და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. აქტიური კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და დადებითი ცვლილებების შემოტანას ცხოვრებაში.
მერწყული – ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია, ჯანმრთელობაც შედარებით მდგრადია, რაც ხელს უწყობს თქვენს აქტიურ მოქმედებას. ამ პერიოდში უფრო მეტად გამოვლინდება თქვენი ორგანიზატორული ნიჭი, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა. თუმცა, საჭიროა ზომიერება, რადგან გადაღლამ შეიძლება შეამციროს თქვენი შემოქმედებითი და საქმიანი ენერგია. ეცადეთ დროულად დაისვენოთ და საკუთარი ძალები სწორად გადაანაწილოთ. მიუხედავად გარკვეული დაღლილობისა, საერთო პოზიტიური კოსმიური ენერგიები მაინც ხელს შეუწყობს გარკვეულ წარმატებებს. შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც – არ არის გამორიცხული, მიიღოთ კომპენსაცია ან გარკვეული სარგებელი ადრეული საქმიანობის შედეგად, ან თუნდაც იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ადრე სხვებისთვის გაგიწევიათ. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე ყოფნას და სრულფასოვან ძილს. სწორედ ეს ფაქტორები დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ძალების აღდგენაში და ხელს შეუწყობს თქვენი მოქმედებების წარმატებით განხორციელებასა და განვითარებას.
თევზები – თქვენთვის განსაკუთრებული დრო დგება, რადგან მზე სწორედ თქვენს ნიშანში გადის და ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შესაძლებლობას. ახლა ის ეტაპია, როდესაც საჭიროა აქტიურობა, ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი იდეების თამამად წარმოჩენა. არ მოერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს, იაქტიურეთ, წარადგინეთ ახალი იდეები და პროექტები, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. თქვენი მოქმედება განსაკუთრებით წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობით. ამ პერიოდში სულიერი და ენერგეტიკული პოტენციალი მაქსიმალურად მაღალია, რაც საშუალებას გაძლევთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ და სხვადასხვა სფეროში საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. ხელსაყრელია ახალი მიმართულებების შესწავლა, პროექტებში ჩართვა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობა და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება. ასევე შეიძლება გაჩნდეს მგზავრობისა და მოგზაურობის პერსპექტივები, რაც ახალი გამოცდილების მიღებასა და საინტერესო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას შეუწყობს ხელს. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ გადალახოთ საკუთარი შიდა შეზღუდვები, სცადოთ თავი ახალ სფეროებში და გააფართოოთ თქვენი საქმიანობის არეალი.
გეომაგნიტური დღეები – 11, 12, 13 მარტი.