LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (18 -24 იანვარი)

80

გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

კვირის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალი იქნება ახალი პროექტების ჩამოყალიბებების და გეგმების რეალიზაციის ტენდენციები. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც საკმაოდ კონსტრუქციულად წარიმართება. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა იმოგზაუროთ ან მოგიხდეთ ბევრი და ხშირად შემაწუხებელი შეხვედრების გამართვა. ნუ გექნებათ მეგობრების და პარტნიორების დახმარების იმედი, რადგან მათ საკუთარი პრობლემები ექნებათ მოსაგვარებელი. მოიმატებს სხვების მხრიდან თქვენი მოტყუების მცდელობა, შესაძლოა არ იმუშაოს ძველმა მოლაპარაკებებმა და მოგიხდეთ მათი შეცვლა და კორექტირება. ამ კვირაში ზედმეტად მაღალი იქნება თქვენი თვითშეფასება, რაც ხელს შეგიშლით მოვლენების და გარშემომყოფთა ობიექტურად შეფასებაში. არაა გამორიცხული კონფლიქტები ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. მაღალია ტრავმებისა და ავარიულობის ტენდენციები, ამიტომ კვირის მეორე ნახევარი მეტად ფრთხილად და წინდახედულად განვლეთ.

 

კურო

წინა კვირისგან განსხვავებით ამ კვირაში მეტი სირთულეებია მოსალოდნელი. გარკვეული ბარიერები და წინაღობები შეგექმნებათ ბიზნეს საქმიანობაში, რაც სხვათაშორის თქვენი აქტუალურობისა და შინაგანი სიმტკიცის ერთგვარი კოსმიური გამოცდა იქნება. შესაძლოა თავი იჩინონ ძველმა შეცდომებმა ან არასწორმა გადაწყვეტილებებმა, ამიტომ მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

 

ტყუპები

ამ კვირაში მოიმატებს დაძაბულობა როგორც ოჯახის წევრებთან ისე კოლეგებთან. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა დეპრესიულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან არასტაბილური ჯანმრთელობა და  დაბალი იმუნიტეტეტი გარკვეულ პრობლემებს შექმნის თქვენს ცხოვრებაში. მოგზაურობა არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც თავიდან გეგონათ, დიდი დრო დაგეხარჯებათ იდეების რეალიზაციაზე, თუმცა შედეგი მაინც მიზერული იქნება. ეცადეთ ეს მეტად რთული პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად განვლოთ, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა და შინაგანი სიმშვიდე.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში იგრძნობთ, რომ თქვენი სურვილები და გეგმები ისე არ ხორციელდება, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, პარტნიორები კი, იმ მოლაპარაკებების ფორმას შეცვლიან, რომელიც მანამდე იყო დაგეგმილი, შესაძლოა მოგიწიოთ კორექტირების შეტანა ხელშეკრულებებშიც.  იგრძნობთ, რომ სხვას თქვენი მოტყუება სურს, ამიტომ პარტნიორობა ასეთ ადამიანებთან შეუძლებელი გახდება. სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაეყრდენით ინტუიციას და იმოქმედეთ ფრთხილად.

 

ლომი

ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მცირდება, ადვილად დაიღლებით და შესაძლოა შეცდომებიც დაუშვათ, მოიმატებს თქვენი სიზარმაცეც, ამიტომ შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. მეტი სიფრთხილე და თავდაჭერილობა გამოიჩინეთ ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, რათა გაუაზრებელი მოქმედებებით არ გამოიწვიოთ პრობლემები და უფრო მეტი სირთულეები არ შეუქმნათ საკუთარ თავს.

 

ქალწული

საერთო ჯამში კვირა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, წარმატების მისაღწევად კი, უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე წინა კვირაში. მოიმატებს თქვენი მხრიდან შეცდომების დაშვების ტენდენცია, მაღალია ტრავმებისა და ავარიულობის ალბათობაც, ამიტომ იყავით ფრთხილად და იმოქმედეთ წინდახედულად. გამოიჩინეთ მოთმინება ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა თქვენი ენერგოტონუსი მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც მეტ-ნაკლებად დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში.

 

სასწორი

ამ კვირაში მოიმატებს პრობლემები კოლექტიურ მოქმედებებში. თავს იჩენს გარკვეული გულაცრუება და დანაკარგი როგორც ფინანსური ისე ურთიერთობების კუთხით, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს მაინც ექნება შანსი ორიგინალურად გადაჭრას პრობლემები, რაც დაგეხმარებათ ნაკლები დანაკარგების გარეშე დააღწიოთ თავი რთულ სიტუაციას. დაძაბულობა იჩენს თავს ახლობლებთან ურთიერთობაში, რაც შესაძლოა კონფლიქტამდეც მივიდეს. მცირდება ურთიერთგაგება კოლეგებთან, რის ფონზეც მოიმატებს დაძაბულობა, რაც თავის მხრივ შეცვლის თქვენს გეგმებს.

 

მორიელი

ამ კვირაში ზოგიერთ თქვენგანს მოგზაურობის ან მეგობრობის წრის შეცვლის და ახალი ნაცნობების შეძენის სურვილი გაუჩნდება. შესაძლოა გაწევრიანდეთ ახალ კლუბებსა და ორგანიზაციებში, გამოძებნოთ ახალი თანამშრომლები და თანამზრახველები. თუმცა, ამ პერიოდში მაინც მოგიწევთ ციდან დედამიწაზე დაშვება, ახლობლების გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება და საქმიანობაში შექმნილი სირთულეების დაძლევა. ამ პერიოდში თქვენი ჯანმრთელობა საკმაოდ სტაბულური იქნება, ამიტომ კვირის გავლასაც შედარებით ნორმალურად შეძლებთ.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში უკეთესია შეამციროთ საქმიანი აქტივობები, რადგან საგრძნობლად შეგიმცირდებათ ობიექტურობის შეგრძნება და ზედმეტად დიდი წარმოდგენა შეგექმნებათ საკუთარ შესაძლებლობებზე, აქედან გამომდინარე თქვენი გადაწყვეტილებების უმეტოსობა მცდარი იქნება, რაც თავის მხრივ გარკვეული სირთულეებისა და უსიამოვნებების ერთ-ერთი ფაქტორი გახდება. მართალია ამ კვირაში ჯერ კიდევ მაღალია წარმატების შანსი, მაგრამ საკმაოდ არასტაბილურია თქვენი ემოციონალური მდგომარეობა, რაც შესაძლოა გახდეს ურთიერთობებში დაძაბულობის და კონფლიქტების მიზეზი, სულსწრაფობამ, არაორგანიზებულობამ და ფულის უყაირათი ხარჯვამ კი, არ მოქცეთ დადებითი შანსების გამოყენების შესაძლებლობა.

 

თხის რქა

ამ კვირაში გარკვეული სირთულეები იჩენენ თავს კარიერული განვითარების კუთხით, შეგექმნებათ პრობლემები ოჯახში, შემცირდება ურთიერთგაგება გარშემომყოფებთან, რაც გარკვეული გაუგებრობების მიზეზი გახდება. მცირდება თქვენი ბიოპოტენციალი, მოიკლებს შემოქმედებითი უნარი და არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

 

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში (20 იანვარს) მზე თქვენს ზოდიაქოს ნისანში გადმოვა, ეცადეთ მაინც ფრთხილად გაიაროთ ეს პერიოდი. უფრო მეტად დაეყრდენით კოლექტიურ ძალისხმევას, მეგობრების თანადგომას და ახლობლების დახმარებას. ამ კვირაში გარკვეულწილად წარმოდგენა შეგეცვლებათ გარშემომყოფებზე, იგრძნობთ, რომ ზოგიერთი თქვენი მეგობარი არაეთიკურად იქცევა. შემცირდება თქვენი ინტერესი საქმეების და კონტაქტების მიმართ, მეტი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ ძველი და დაუსრულებელი საქმეების მიმართ და რადგან ამ კვირაში თავს ნაკლებად კომფორტულად იგრძნობთ, ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ, რადგან ჯერ კიდევ მაღალია კონფლიქტების და ინტრიგების წარმოშობის, ფარული მტრების და მოშურნეების გააქტიურების ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

თევზები

ამ კვირაში თავს იჩენენ ფინანსური პრობლემები, რადგან უფრო მეტის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე გამომუშავებას შეძლებთ, რაც თავის მხრივ გაღიზიანების და დეპრესიის მიზეზი გახდება. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მწვავე კრიტიკის ობიექტიც გახდეს. მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა ცხოვრებისეული სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ამიტომ იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა.

 

გეომაგნიტური დღეები – 20,21, 23, 24 იანვარი.   

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები