LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (29 აგვისტო – 4 სექტემბერი)

68

მიხეილ ცაგარელის კვირის (29 აგვისტო – 4 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

საკმაოდ რთული კვირაა. მცირდება ენერგოტონუსი, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ ან დაგეძაბოთ ნერვული სისტემა. მოიკლებს ინტელექტუალური აქტიურობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი. თავს იჩენს დაბნეულობა, გაღიზიანება და ემოციონალური არასტაბილურობა, რაც თავისუფლად შეიძლება გახდეს გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობაც, ამიტომ იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ბრძანდებით. მეტად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და იმოქმედეთ თავშეკავებით. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი.

 

კურო

საკმაოდ კარგი კვირაა. მატულობს ენერგოტონუსი, გახდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. არ გაგიჭირდებათ ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენს მხარეს იქნება იღბალიც, რაც დაგეხმარებათ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და ამბიციების სრულად დაკმაყოფილებაში. თუმცა, ეცადეთ ზედმეტად არ გადააფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და არ აიღოთ საკუთარ თავზე ის საქმეები, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ამ კვირაში უფრო მეტად იზრუნებთ ახლობლების კეთილდღეობაზე, ადვილად მონახავთ საერთო ენას შვილებთან, შეძლებთ მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარებას და მოლაპარაკებების წარმოებას, შეხვედრების გამართვას და საკუთარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანას.

 

ტყუპები

საკმაოდ რთული კვირაა. დაიძაბება საერთო მდგომარეობა, გარკვეულ სირთულეებს შეგიქმნიან პარტნიორები, რაც საკმაოდ შეარყევს თქვენს შინაგან სტაბილურობას და შეაფერხებს კარიერულ განვითარებას. მოიმატებს სარკასტული გამონათქვამები თქვენი მისამართით, მაღალია ჭორებისა და ინტრიგების ალბათობაც, გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, თავს იჩენენ ძველი შეცდომებიც, რაც ხელს შეგიშლით პროფესიონალურ საქმიანობასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, იმოქმედეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად.

 

კირჩხიბი

საკმაოდ აქტიური კვირაა. შეძლებთ მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარებას და ხანმოკლე, მაგრამ საინტერესოდ მოგზაურობას. კარგი პერიოდია მოლაპარაკებების გასამართად და საკანცელარიო საქმეების შესასრულებლად. თუმცა, დოკუმენტების და ოფიციალური საბუთების გაფორმებისას გმართებთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა, რადგან დაბნეულობის ფონზე მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა არასწორად შეაფასოთ საკუთარი პოზიციები, თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები და გარშემომყოფთა მოტივაცია. იყავით ფრთხილად, რათა თქვენი დაუფიქრებლობა არ გახდეს ახლობლებთან კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზი. ამ კვირაში ნაკლებად წარმატებული იქნება სამეცნიერო ან საგანმანათლებლო საქმიანობა, არაა გამორიცხული გარკვეული პრობლემებიც შეგექმნათ ამ სფეროში.

 

ლომი

ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაცილებით მეტი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ მატერიალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. არაა გამორიცხული საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებამ ან  სხვების მიმართ პრეტენზიებმა დაძაბოს ურთიერთიობა და გახდეს ხელმძღვანელ პირებთან კონფლიქტის მიზეზი. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ ეს კვირა, მეტად დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი.

 

ქალწული

მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა. ამ კვირიდან თქვენს ცხოვრებაში განვითარების ერთწლიანი ციკლი იწყება, ამიტომ საგრძნობლად მოიმატებს თქვენი ენთუზიაზმი, საქმიანი და შემოქმედებითი განწყობა კი, ბევრად პოზიტიური იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად აქტიურად და ენერგიულად გაიაროთ, რათა მთელი წელი მხოლოდ წარმატების მომტანი იყოს. თუმცა, გაფრთხილდით, საკუთარი პასუხისმგებლობის თქვენზე გადმობარებით,  ზოგიერთმა პარტნიორმა შესაძლოა შეაფერხოს თქვენი საქმეები, გამოიწვიოს გაღიზიანება და დაძაბოს პარტნიორული ურთიერთობები.

 

სასწორი

ნაკლებად სასიკეთო პერიოდია. მცირდება ენერგოტონუსი, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ ან გადაიღალოთ. მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, თავს იჩენს ემოციონალური არასტაბილურობაც. არაა გამორიცხული გეწვიოთ სიყვარული, იქნებით მეტად რომანტიკულად განწყობილი და სამყაროსაც ვარდისფერი სათვალით შეხედავთ. თუმცა, ახლობლები ყველაფერს გააკეთებენ, რათა თქვენი სურვილის მიუხედავად, სწრაფად დაგაბრუნონ რეალობაში.

 

მორიელი

არაერთგვაროვანი, თუმცა მეტად ნაყოფიერი კვირაა. მოიმატებს ენერგოტონუსი და იქნებით ბევრად აქტიური. არაა გამორიცხული საინტერესო პერსპექტივები გამოვლინდეს თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაში, თუმცა შედეგის მისაღწევად მოგიწევთ მეტი ძალისხმევის გამოჩენა და ენერგიის დახარჯვა. გარკვეული პრობლემები წარმოიშვება კოლეგებთან ურთიერთობაში, თავს იჩენს თქვენი ეგოიზმი და აგრესია, გაგიჭირდებათ საერთო ენის მონახვა გარშემომყოფებთან. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და თავშეკავება, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.

 

მშვილდოსანი

საკმაოდ რთული და არასტაბილური კვირაა. გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ საქმეებში და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. მოგიწევთ მეტი მოთმინების და თავშეკავების გამოვლენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგბეზრდებათ ძველი საქმეების შესრულება ან იგრძნობთ უსამართლობას. სხვა შემთხვევაში სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, ეს კი ხელს შეუშლის თქვენს წინსვლას და კარიერულ განვითარებას.

 

თხის რქა

საკმაოდ არაერთგვაროვანი კვირაა. მართალია, მოიმატებს ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა, მაგრამ თავს იჩენენ პრობლემები და წნეხად დაგაწვებათ კარმული ვალები. მოიმატებს თქვენი განცდები, გექნებათ შინაგანი იდეალის ჩამოყალიბების, ზეციურ ძალებთნ მეტი კავშირის პოვნის სურვილი. იქნებით ნაკლებად აქტიური, შემცირდება თქვენი კონტაქტურობაც, სიფრთხილით მოეკიდებით ყველასთან, მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობასაც. წინა პლანზე წამოიწევს საკუთარი თავის შეცნობის სურვილი და მოგინდებათ მარტო დარჩენა, რასაც სხვები თქვენს არაკომუნიკაბელურობად აღიქვამენ.

 

მერწყული

საკმაოდ კარგი კვირაა. შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გავლენის სფეროების გაფართოვებას და საერთო სტაბილურობის მიღწევას. თუმცა, გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, მაღალია კონფლიქტების ალბათობაც, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.

 

თევზები

ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მოგიწევთ მეტი ყურადღების გამოჩენა პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, იძულებული გახდებით საკუთარ თავზე აიღოთ გარშემომყოფების პასუხისმგებლობა, რაც საგრძნობლად გაართულებს მათთან საერთო ენის გამონახვას და დაძაბავს საერთო მდგომარეობას. ამ კვირაში მაღალია ილუზიების და თვითმოტყუების ალბათობაც, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კი, არაა გამორიცხული პრობლემები წარმოიშვას სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებში.

 

გეომაგნიტური დღეები – 29 და 31 აგვისტო, 1 და 2 სექტემბერი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები