LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველია ინგლისის ჩემპიონს სურს: წავა ქართველი პრემიერლიგაში?

97

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები “ლესტერი” და “ვესტ ბრომვიჩი” სოლომონ კვირკველაის შესაძენად იბრძვიან.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი The Sun ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, პრემიერლიგის ბინადართა დაინტერესება ქართველი უკანახაზელის მიერ “ლოკომოტივში” ჩატარებულმა ბრწყინვალე მატჩებმა გამოიწვია.

ორივე კლუბის მესვეურები დარწმუნებული არიან, რომ კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგასთან ადაპტირება არ გაუჭირდება და იდეალურად მოერგება მათი დაცვის ხაზს. ქართველი უკანახაზელის სატრანსფერო ღირებულებად 18 მილიონი გირვანქა სტერლინი სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლოდ პუელი პირადადაა დაინტერესებული ტრანსფერით და მიაჩნია, რომ სოლომონ კვირკველია იდეალური შენაძენი იქნება “მელიებისთვის”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები