LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული პაცინეტების უმეტესობას სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა

551
AntibodyTest

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, თუ როდის  გამოიმუშავებს ადამიანის ორგანიზმი ანტისხეულებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ და რამდენს ხანს იცავენ ისინი რეინფექციისაგან, ჩინელი მეცნიერების აღმოჩენა მაინც ძალიან დამაიმედებელია.

კვლევის თანახმად, რომელიც Nature Medicine-ში გამოქვეყნდა, Covid-19-ის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების 95%-ს ინფიცრების მეორე კვირას სისხლში უკვე ჰქონდა ანტისხეულები.

ანტისხეული, ეს არის სისხლის პროტეინი, რომელსაც იმუნური სისტემა ვირუსებსა და სხვადასხვა სახის ინფექციებთან საბრძოლველად გამოიმუშავებს.

ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ , რომლის ფარგლებშიც 285 მძიმე კოვიდპაციენტის მონაცემები გამოიყვანეს უჩვენა, რომ  პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ორი-სამი კვირის შემდეგ  თითქმის ყველა მათგანის იმუნურმა სისტემამ შეძლო ანტისხეულების გამომუშავება.  დადგინდა, რომ თითქმის ყველა  პაციენტის ორგანიზმმა გამოიმუშავა IgM ანტისხეული. აღნიშნული ანტისხეული პირველი გამომუშავდება სისხლში მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ინფექციასთან ბრძოლას იწყებს.  ზოგიერთ პაციენტს სისხლში ასევე IgG ანტისხეული აღმოაჩნდა, რომელიც მწვავე ინფექციების შემდეგ უფრო გვიან გამომუშავდება, თუმცა აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს მდგრადი იმუნიტეტი.

კვლევის შედეგების გასამყარებლად მკვლევარები დამატებით კიდევ 69 პაციენტს დააკვირდნენ. მათი სისხლის ნიმუშებს მეცნიერები ყოველ სამ დღეში თავიდან იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ ერთი ქალბატონის და მისი ქალიშვილის გარდა, ყველა პაციენტის სხეულმა შეძლო Sars-Cov-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 20 დღის ვადაში.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსის გამოსავლენი ორი სახის სწრაფი ტესტი არსებობს. ერთი მათგანი  არის სწორედ ტესტი ანტისხეულებზე, რომლის საშუალებითაც დგინდება იყო თუ არა პირი ინფიცირებული Sars-Cov-2-ით წარსულში და შესაბამისად, აქვს თუ არა მას პოტენციური იმუნიტეტი. სავარაუდოდ, ახალი აღმოჩენები შეძლებენ ტესტების სიზუსტის გაუმჯობესებას, თუმცა იქამდე წინ დიდი დროა.  მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, არაერთი დამატებითი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რეინფექციისაგან რა დონის დაცვას უზრუნველყოფს  აღნიშნული ანტისხეულები  და რამდენ ხანს გრძელდება მათი მოქმედება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g