უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინული Ratinggroup-მა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
სოციალოგიურმა ჯგუფმა გამოკითხვა პირველ მარტს ჩაატარა.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:
- ომამდელ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე 20%-მდე მეტით გაიზარდა. უკრაინელების 86%-ს ევროკავშირში, ხოლო 76%-ს NATO-ში შესვლა სურს.
- უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 2020 წელს მათი რაოდენობა ვინც საბრძოლველად იყო მზად, 59% იყო.
- გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს.
- მნიშვნელოვანია ისიც, რომ 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% — პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 84% ადგილობრივი მერების ქმედებებს.
რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.