LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც ბაღის ეტაპი გაიარეს, გაცილებით წარმატებულები არიან“ – მედეა ზირაქაშვილი საბავშვო ბაღზე

81
მედეა-ზირაქაშვილი

ბავშვთა ფსიქიატრმა და ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა საბავშვო ბაღის მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

„ქართულ კულტუროლოგიურ სივრცეში, სადაც ბებიები, ბაბუები აქტიურად ეხმარებიან ოჯახს, მშობლები ძალიან ხშირად უარს ამბობენ ბავშვის ბაღში მიყვანაზე. ისინი ფიქრობენ, რომ სახლის გარემო აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვი ადეკვატურად განვითარდეს. რა როლი აქვს ბაღს და რატომ გახდა ასეთი აუცილებელი, რომ ასეთი პატარა ასაკის ბავშვი მიიყვანონ საბავშვო ბაღში? ეს არის პირველი ასაკობრივი სოციუმი, სადაც უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან უხდება ბავშვს თავის დამკვიდრება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გადის ბავშვი ცხოვრებაში და აუცილებლად გასავლელი ეტაპია. აქ ძალიან ბევრი სფეროს განვითარება ხდება.

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონიათ, ფერებს, რიცხვებს სწავლობს თუ არა, ეს მეათასეხარისხოვანია. ამისთვის სკოლა არსებობს და აკადემიურად სკოლა ამზადებს ბავშვს. სოციალურ-ემოციური სფერო, ნივთების გაყოფა, რიგის დაცვა, ინიციატივის თავის თავზე აღება, კომპრომისზე წასვლა ვითარდება ბაღში. ემოციურ სფეროსთან დაკავშირებით, ბავშვები პირველად სწავლობენ ემოციების მართვას. სახლში როგორც კი რაღაც სურვილი გაუჩნდება ბავშვს, იქვეა ბებია, ბაბუა, დედა, მამა. ისინი უკმაყოფილებენ ბავშვს ყველა კაპრიზს, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს. საბავშვო ბაღში მან უნდა არეგულიროს საკუთარი ემოციები. ცხოვრებაში ძალიან გვჭირდება ემოციური ინტელექტი. სწორედ აქედან იწყებს ბავშვი პირველ ემოციურ რეგულირებას. ბაღში ვითარდება დამოუკიდებლობა, სტრუქტურისადმი შეგუება, ენა და მეტყველება და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაღი.

წარმოიდგინეთ, რომ პირველად მიდიხართ ახალ სამსახურში, სადაც არ იცით, რა გარემოა, რა დამოკიდებულებაა თქვენ მიმართ. ასევეა ბავშვიც, მან არ იცის აღმზრდელი ვინ არის, რატომ უნდა დარჩეს უცხო ადამიანთან, ბავშვებთან თავის დამკვიდრება სჭირდება, იმიტომ, რომ სათამაშო წაართვეს, სახლში კი ყველაფერი მისი იყო. ერთ-ერთი როდესაც ხდები ერთადერთობიდან ამას აქვს ძალიან დიდი სტრესული ელფერი. ამიტომაც არის ასეთი სტრესული ბაღის ასაკი და მნიშვნელოვანი გასავლელი ეტაპია. National Institutes of Health-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც ბაღის ეტაპი გაიარეს, გაცილებით წარმატებულები არიან. უმეტესობას აქვს კოლეჯის ხარისხი და მათი შემოსავლებიც არის უფრო მაღალი“- ამ თემაზე მედეა ზირაქაშვილმა „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

ბავშვი არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, მზერითი კონტაქტი ნაკლებია, ჟესტების გამოყენება და სოციალური ღიმილი იგვიანებს – მედეა ზირაქაშვილი აუტისტური სპექტრის სიმპტომებზე

“44-დან 1 ბავშვს აუტიზმი აქვს” – მედეა ზირაქაშვილი უახლესი კვლევის შესახებ წერს

მედეა ზირაქაშვილი: „როდესაც,  II კლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე, მასწავლებელი წარბებს აზიდავს, გაკვირვებულ ინტონაციას მოირგებს და ხმამაღლა, კლასის გასაგონად იქით იკითხავს: „ეს როგორ არ იცი“…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g