ქუთაისში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვორუსია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. განცხადება მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
