LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბედუკაძე:”მხოლოდ ორი ადამიანის რჩევას გავითვალისწინებ – ესენი არიან პატრიარქი და ბატონი ბიძინა”

112

„ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე პარტიის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით მხოლოდ პატრიარქის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას გაითვალისწინებს. ამის შესახებ ბედუკაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„არსებობს ორი ადამიანი, პირველი – უწინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ვისაც აზრს დავეკითხები და ვის რჩევასაც გავითვალისწინებ და მეორე – დღევანდელი ქართული რეალობის შემოქმედი ბატონი ბიძინა. თუ ბატონ ბიძინას ექნება სურვილი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის, აუცილებლად შევხვდებით და აუცილებლად გავითვალისწინებთ მის აზრს“, – განაცხადა ბედუკაძემ.

რაც შეეხება  „ცენტრისტების“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას, ბედუკაძე აღნიშნულს დირაქტურისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა, როცა აკრძალეს „კომუნისტური პარტია“. ეს შეცდომა იყო, რადგან „კომუნისტური პარტიის“ აკრძალვამ შემდეგ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა“, – აღნიშნა ბედუკაძემ.

„ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპს  საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ამის გამო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g