გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ლელიანის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.