LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე – 4 , 32-ე უბანზე გამქრალია 15 ბიულეტენი: სერგო ჩიხლაძე

69
სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ლაგოდეხში მე-14 საარჩევნო უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, მე-15 უბანზე – 4 , ხოლო 32-ე უბანზე 15 არის ბიულეტენი გამქრალი.

მისივე თქმით, მათი კომისიის წევრებმა დაწერეს საჩივარი და მოთხოვნილია ბიულეტენების სრულად გადათვლა.

სერგო ჩიხლაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ „თითოეულ ხმას მიადევნონ თვალყური, რადგან ერთი, ორი, სამი ხმის დაკარგვით და ბიულეტენის გაქრობით შესაძლებელია მეორე ტურის ბედის გადაწყვეტა“.

„წარმოგიდგენთ ჩვენი დაკვირვების და მონიტორინგის შედეგებს. ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება, რამდენი ხმით და ბიულეტინის მოპარვით გადაწერო შედეგი და მთლიანად შეცვალო საარჩევნო შედეგი. წარმოგიდგენთ ლაგოდეხის მე-15 ოლქში მე-14, მე-15 უბნების შედეგებს. ეს არის ერთი სამაჟორიტარო უბანი, რომელსაც ერთი მაჟორიტარი გაჰყავს ერთ უბანზე. მე-14 უბანზე დაკლებულია სამი ბიულეტენი, ხოლო მეორეზე – 4. საქმე იმაშია, რომ ორი ხმა არის საკმარისი იმისთვის, რომ მეორე ტურის ბედი გადაწყდეს. ეს ორი ხმა რომ მოიპარეს მეორე ტურში ვერ გადავიდოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ორის მაგივრად დაკარგულია 7 ბიულეტენი.

ჩვენმა კომისიის წევრებმა დაწერეს საჩივარი და მოთხოვნილია სრულად გადათვლა ამ ორივე უბნის და ვიდეო კამერების ჩანაწერები.

ასევე ლაგოდეხის 32-ე უბანზე პროპორციულ ნაწილში 10 ხმა არის საკმარისი იმისთვის თუ ვინ გავიდა პირველ ადგილას ოპოზიცური კანდიდატი თუ „ქართული ოცნების. აქაც გამქრალია 15 ბიულეტენი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g