LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგუნა სეკას ავტოდრომზე 10 მეტრიანი Mazda გამოჩნდა

34

კალიფორნიის მაცხოვრებელმა ჯონ ჩერნიმ უზარმაზარ ფანერის ფირფიტებზე Mazda 787B დახატა, რომელიც ლეგენდარულ სარბოლო ტრასა “ლაგუნა სეკასთან” დადგეს. გამოსახულების ზომა 9,8 მეტრია სიგრძეში, სიმაღლეში კი სამი მეტრი.

არტ-ობიექტი სარბოლო ასოციაცია SCRAMP-ის შეკვეთით შესრულდა და ერთადერთ იაპონურ ავტომობილს ეძღვნება, რომელმაც ლე მანის 24 საათიან რბოლაში გაიმარჯვა – სპორტულმა პროტოტიპმა ნომრით 55 რბოლა 1991 წელს მოიგო.

გარდა ამისა, Mazda 787B ბოლო სარბოლო ავტომობილი გახდა, რომელსაც როტორული ძრავი ქონდა და რომელიც საერთაშორისო და იაპონურ შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები