ლალი მოროშკინა ჟურნალ „გზასთან“ ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ფარული ჩანაწერების მარაზმი არასდროს დასრულდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი გადმონაშთია:
„თუკი ივანიშვილს ოდესმე ვინმეს ჩამოშორება მოუნდება, ამას ისე უმტკივნეულოდ გააკეთებს, რომ დამიჯერეთ, ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ გაიგებს. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის გლახაობა და ღლაბუცი. მსოფლიოში ოლიგარქებს შეუძლიათ, თავისი ოლიგარქიული შესაძლებლობები ისე გამოიყენონ, რომ ვერავინ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. ამიტომ ეს ძალიან დილეტანტურ დონეზე დაბრალებაა…“