„ჰერტამ“ ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლის იუბილეს საოცარი პერფომანსი მიუძღვნა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინის გამყოფი ხაზი 30 წლის წინ, 9 ნოემბერს მოიშალა. ეს თარიღი დედაქალაქურმა კლუბმა „ლეიპციგთან“ მატჩამდე შთამბეჭდავად აღნიშნა.
მოედანზე გამოიტანეს სიმბოლური კედელი და თამაშის დაწყებამდე დაანგრიეს.
„ერთად კედლის წინააღმდეგ, ერთად ბერლინისთვის“ – ეწერა კონსტრუქციაზე.
რადგან ლამაზ პერფომანსებზე მიდგა საქმე, მაშინ მარსელიც ვახსენოთ. „მარსელის“ გულშემატკივრებმა გიჟურად აღნიშნეს კლუბის 120 წლის იუბილე.
თამაშამდე „ლიონის“ ავტობუსს შეუტიეს.
7 ათასი ქომაგი პრადოს სანაპიროდან „ველოდრომამდე“ პიროტექნიკით მივიდა.
უშუალოდ მატჩზე კი დასწრების რეკორდი დამყარდა – 65 369 ადამიანი.
ქვედა ფოტოზე რენე დიუფორე დე მონმირეის პორტრეტია, რომელიც „მარსელის“ დამფუძნებელია.
კლუბის პრეზიდენტმა ჟაკ-ანრი ეირომ ამ ლამაზ პერფომანსს ევროპისთვის ინუკალური უწოდა.