LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „თავისუფლება მზია ამაღლობელს! აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს სამშობლოსთვის, ის ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით“

127
ლანა ღოღობერიძე

უკვე მე-20 დღეა, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„მოშიმშილე მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, დღეს მერვედ მოინახულეს“ – რა განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი

მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე და წერს, რომ მზია ამაღლობელი ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით.

„აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი არ შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს! აქ ყოველი ჩვენგანის განცდები თუ ღამის კოშმარები მოსატანიც არ არის. თან ის ისეთი სადაა, ისეთი გულწრფელი, ისე უბრალოდ ითხოვს, მის ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკოთ! და ჩემთვის ნათელია, მასში ის უიშვიათესი კოდია ჩადებული – სამშობლოსთვის თავგანწირვის კოდი. ეს ის ადამიანებია, მერე გმირებს რომ ვეძახით!

დღეს კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა: ჩაიდინეთ ეს ელემენტარული სამართლიანი აქტი, თუ არ გინდათ ისტორიაში უმძიმესი სახელწოდებით დარჩეთ.

მზია კი ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით“, – წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს…“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს

აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ…

Posted by Lana Gogoberidze on პარასკევი, 31 იანვარი, 2025

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მე-20 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის… მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში… მოვუწოდებთ შეწყვიტოს შიმშილობა“ – პენიტენციური სამსახური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g