LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover Defender ძლიერ ჯავშნიან მანქანად გადააქციეს

106
Land Rover Defender ძლიერ ჯავშნიან მანქანად გადააქციეს

კანადურმა ატელიემ Inkas Land Rover Defender-ის განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა, რომელიც აღჭურვილია 5-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 518 ცხენის ძალას ავითარებს და სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემაც აქვს.

ავტომობილი აკმაყოფილებს ჯავშნის სტანდარტს CEN 1063 BR6: ის უძლებს 7,62 კალიბრის ავტომატის სროლას და ერთდროულად ორი DM51 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას მანქანის ქვედა ნაწილიდან.

საწვავის ავზი მოთავსებულია სპეციალურ ჯავშან კაფსულაში;

დამონტაჟებულია ტყვია გაუმტარი მინა და სპეციალური run-flat საბურავები;

გაძლიერებულია ძირითადი მექანიკური კვანძები.

გარე იერსახით Defender თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვერსიისგან — მის შესაძლებლობებზე მხოლოდ Inkas-ის პატარ-პატარა ნიშნები თუ მიუთითებს.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი აღჭურვა: სალონში ჰაერის ფილტრაციის სისტემა, ღამის ხედვის მოწყობილობა, საგანგებო ლუქი, მბჟუტავი შუქურები, სირენები, დამატებითი კამერები და საკომუნიკაციო სისტემა.

ინჟინრები ხაზს უსვამენ, რომ მანქანამ, მიუხედავად გაძლიერებული დაცვისა, შეინარჩუნა მანევრულობა, სავალი თვისებები და მაღალი კომფორტი რთულ გზებზეც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები