Land Rover და კომპანია Virgin Galactic აშშ-ში უჩვეულო ლატარიას გაათამაშებენ. ბრიტანული ბრენდის ავტომობილების მფლობელთა შორის, ასევე იმ კლიენტებს შორის რომლებიც მანქანას 2020 წლის 20 ივნისამდე შეიძენენ, კოსმოსში გასაფრენი ბილეთი გათამაშდება. ლატარიაში ბედის ცდას შეძლებს Land Rover-ების 18 წელს მიღწეული ყველა მფლობელი.
ასეთი შანსის გამოსაყენებლად სპეციალურ საიტზე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. ფორმაში მითითებული უნდა იყოს მფლობელის მონაცემები და ავტომობილის VIN კოდი. მთავარი პრიზი 90 წუთიანი მოგზაურობა და მანამდე 5 დღიანი მოსამზადებელი პროცესია. ფრენის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, გამარჯვებულის ვინაობას 15 აგვისტოს გამოავლენენ. ასეთი ფრენის ბილეთის შეძენა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა ფასი არც თუ ისე დაბალი – 450 ათასი დოლარია.