ფილმი „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ შთამბეჭდავ წარმატებას ვერ მიაღწევს, – ასე მიიჩნევს პოპულარული ანალიტიკური პორტალი Box Office Pro, რომლის მონაცემებითაც, საპრემიერო უქმეებზე ფილმის მოგებამ 24 მილიონ დოლარს მიაღწია. საშინაო კინოგაქირავებაში კი ეს რიცხვი 60 მილიონამდე იზრდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ფილმის 100 მილიონიან ბიუჯეტს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
შეგახსენებთ, რომ მთავარ როლებს მასში ალისია ვიკანდერი, დომინიკ უესტი, დენიელ ვუ და სხვები ასრულებენ.