კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, ავიაკომპანია Georgian Airways-ის სპეცრეისით 30 ივლისს განხორციელდება. ინფორმაციას კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„კვიპროსის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით (კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) შედგება 30 ივლისს. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები”.
გამგზავრების დრო: 13:00 სთ. (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 სთ. (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 სთ.-ზე. თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ.-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ.-იანი ხელბარგის წაღების უფლება“,- აცხადებენ კვიპროსში საქართველოს საელჩოში.
საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.