LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ათენის რეისი ისევ აქტუალური ხდება: ქართველი ვაქცინირებული ტურისტებისათვის საზღვრები ღიაა

80
wizz-air-a321-2-603c8bdf

საბერძნეთმა ქართველი ვაქცინირებული ტურისტებისათვის საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება, ახლა უკვე ტურისტულადაც, თუ:

საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს, ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;

წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, ან უარყოფით PCR ტესტს ან ანტიგენის სწრაფ ტესტს.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ათენი მსოფლიოს ერთ-ერთი სახელგანთქმული ქალაქია. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. ქალაქში შეგიძლია დატკბე როგორც მისი კულტურული ძეგლებით, ასევე თანამედროვე ნაწილით.

ქუთაისი-ათენის მიმართულებით ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს https://wizzair.com/ka-ge#/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები