LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე: „მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის“

568
ლაშა აბაშიძე

„მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის. ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მოდერნიზაციის პროექტი ოფიციალურად გახსნა.

საქართველოს რკინიგზას უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აქვს. რეგიონში ყველაზე დიდი 8300 მეტრის გვირაბი, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები, ახალი ლიანდაგი, უსაფრთხოების, სიგნალიზაციის და ცენტრალზაციის თანამედროვე სისტემები – ეს პროექტის ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალია.

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ამიერიდან ახალ გზაზე იმოძრავებენ. მასშტაბური პროექტის ამოქმედებით მატარებლების მსვლელობის დრო შემცირდება, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება, ასევე შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯები.

პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g