LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზის სერვისები უნდა გახდეს კიდევ უფრო მოქნილი, ტარიფები კი – კონკურენტუნარიანი“

122
ლაშა აბაშიძე

„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ მარშრუტზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების მოცულობების გაზრდას და მიწოდების ვადების შემცირებას” – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რიგით მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე – „ახალი აბრეშუმის გზა“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ კვლავ რჩება საქართველოსთვის სატრანზიტო ტვირთების მთავარ მიმართულებად. მისივე განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს საბაჟო პროცედურების გაციფრულების პროცესი.

„საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის გაზრდას. ჩვენ შეგვეძლება მეტი ტვირთის გადაზიდვა და დროის შემცირება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების გამარტივებას ტვირთმფლობელებისთვის. საქართველოს რკინიგზის სერვისები ტვირთმფლობელებისთვის უნდა გახდეს კიდევ უფრო მოქნილი, ტარიფები კი კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

Dio magti 5g