ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ია სირანაშვილის თქმით, ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პირიქით, ძალადობრივი მეთოდი მის მიმართ სამართალდამცველებმა გამოიყენეს.
“ლაშა მის მუჭში მოთავსებულ ლობიოს მარცვლებს ყრის ჰაერში, შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ლაშას მიათრევენ ქამრით. მსგავსი დაკავების ფორმა ყოვლად მიუღებელია. მოტაცებით და ჩუმად მოიყვანეს აქ და არ მომეცა საშუალება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მენახა,”- განაცხადა ია სირანაშვილმა.
პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, რადგან ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს და 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დისკომფორტისთვის ჩატარებულ აქციაზე დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მოძრაობა “გაბედეს” წევრების განცხადებით, სასამართლო, ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი დაკავებული 3 პირის საქმეს განიხილავს.
"ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ვართ " - თეა წულუკიანს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეძახილებით დახვდნენ
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ბიბლიოთეკასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. აღნიშნულ შენობაში გაიმართა მთავრობის მიერ ბიზნესპროექტის წარდგენა-პრეზენტაცია, რომელსაც მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.
აქციის მონაწილეები შეძახილებით და სირცხვილის კორიდორის მოწყობით ცდილობდნენ მთავრობის წევრებისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს დანაპირები და გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს.