LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს

280
48381165_353822138734589_533525153951252480_n_5c18b1b6a841b

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.

როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა.

„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.

ამასთან, ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g