„გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში“, – ამის შესახებ კომენტარი ძალოსანმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გააკეთა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფნა და მმართველ გუნდთან ერთად, პოლიტიკაში წასვლა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპელი ლიდერების შეფასებებზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე აკრიტიკებენ და მოსწონს თუ არა ამის მოსმენა, ტალახაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
გენო პეტრიაშვილი: ვეცდები, ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს…ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება
„პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ“
„ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, თუ რა განცხადებები კეთდება, ვთვლი, რომ ეს გაუგებრობაა და მალე ეს ყველაფერი, აუცილებლად მოგვარებული იქნება.
როგორ უნდა მოგვეწონოს?! დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ევროპაში ყოფნას ვიმსახურებთ. საქართველო ევროპის შემადგენელი ნაწილია. ჩემი მთავარი მიზანია, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს.
რაც შეეხება, გამჭვირვალობის კანონს, ვთვლი, რომ აუცილებელია და საზოგადოებაში რამე დამალული არ უნდა იყოს. ყველაფერი საჯარო და ღია უნდა იყოს.
ჯერ რომ გითხრათ, ყველაფერში ჩამოყალიბებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. პირველ რიგში, ჩემი მიზანია, ახალგაზრდების გვერდზე და რა თქმა უნდა, ჩემი ქართული სპორტის გვერდზე დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი, რასაც ჩვენი გუნდი განახორციელებს“. – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ცნობისთვის, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ გუშინ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
❗ გადავწყვიტე ისეთ გუნდს დავუდგე გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა 👉 ლაშა ტალახაძე, ქართული ოცნების სიის 7 ნომერი
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday 11 September 2024