LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე: „მიხეილ ყაველაშვილი არის ნამდვილად პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“

195
ლაშა ტალახაძე

მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების შემდეგ, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მედიასთან შეფასებებს აკეთებენ.

მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“

მიხეილ ყაველაშვილზე „ტვ პირველთან“ კომენტარი გააკეთა მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემაც, რომელმაც განაცხადა:

„ის არის ნამდვილად პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

❗ "ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას – ლაშა ტალახაძე მიხეილ ყაველაშვილზე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024

ცნობისათვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს დაასახელა – აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილი: „მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა, დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას სრულად დაუბრუნებს“

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული.

დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებაზე შეფასებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

ნიკა მელია: „იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?“

კახა კალაძე: „მიხეილ ყაველაშვილი ღირსეული ადამიანი და პატრიოტი კაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს“

ვახტანგ ძაბირაძე: „ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, მორჩილი იქნება – მისი კანდიდატად დასახელებით პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

ზურაბ ქადაგიძე: ბევრს არ აქვს ბედნიერება, საქმეში იცნობდეს მიხეილ ყაველაშვილს, როგორი გუნდური, ერთგული და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია!

ნინო წილოსანი: „მიხეილ ყაველაშვილი ნამდვილად ყველასათვის საყვარელი სპორტსმენი, წარმატებული პოლიტიკოსი და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ყოველთვის ერთგულად მებრძოლი ადამიანია“

თეონა აქუბარდია: „ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g