LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა უჩავა: „ადამიანები, ვისაც არ სწამს მედიცინის, მეცნიერების და მათი მიღწევების, ნუ მიხვალთ საავადმყოფოში, ნუ ჩაიტარებთ კვლევებს, ნუ გაიკეთებთ ქირურგიულ ჩარევებს, ნუ დალევთ პრეპარატებს…“

4384
fortuna (9)

ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, კოლეგას, ექიმ ნინო ნაცვლიშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს:
„ძალიან ცუდი და გულდასაწყვეტი ამბავი…

ნინო იყო სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილით და შეუდარებელი გოგონა, ძალიან კარგი ექიმი (რადიოლოგი), მეგობარი და უბრალოდ ადამიანი, რომელმაც კოვიდი ვერ დაამარცხა და გახდა პანდემიის მსხვერპლი.

#აიცერით

…ადამიანები, ვისაც არ სწამს მედიცინის, მეცნიერების და მათი მიღწევების სამედიცინო სფეროში, მოდით და მაშინ ნუ მიხვალთ საავადმყოფოში, ნუ ჩაიტარებთ კვლევებს, ნუ გაიკეთებთ სტენტირებას, შუნტირებას, ქირურგიულ ჩარევებს, ნუ დალევთ პრეპარატებს, რადგან სწორედ რომ მედიცინის განვითარებით და მიღწევებით არის ეს ყველაფერი, ამიტომ მაშინ უარი თქვით აცრასთან ერთად ნებისმიერ სამედიცინო მომსახურეობაზე და მიენდეთ…

სხვის სიცოცხლეს მაინც გავუფრთხილდეთ, თუ არა საკუთარს…

დიახ, აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს მეტი ზომები, სიმკაცრე გამოიჩინოს და განა აიძულოს საზოგადოება, არამედ მისცეს არჩევანი, რომ საზოგადოებრივ ადგილებში დასაშვები გახდეს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები, ან ყოველ 72 საათში “პსრ” ტესტის მქონე ადამიანები და სწორედ ეს იქნება არჩევანი, ან იკეთებს ვაქცინას ან თავისი ხარჯებით იკეთებს ყოველ 3 დღეში ტესტს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g