LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატარიაში ფლორიდელმა სარეკორდო 1.6 მილიარდი დოლარი მოიგო

125
Mega_Millions_Jackpot_Claimed_17880-b0bae

აშშ-ში გაირკვა ლატარია Mega Millions-ის სარეკორდო ჯეკპოტის მფლობელი, რომელსაც თითქმის 1.6 მილიარდი დოლარი ერგება. ამაზე New York Post წერს.

გამარჯვებულია ფლორიდის შტატის გათამაშების მონაწილე. საპრიზო თანხამ ზუსტად 1.58 მილიარდი შეადგინა და ლატარიის ისტორიული რეკორდი დაამყარა. იღბლიანის ვინაობა არ ხმაურდება, რადგან შტატის კანონებით ლატარიის გამარჯვებულებს აქვთ უფლება ანონიმურობა შეინარჩუნონ.

Mega Millions-ის წარმომადგენლებმა ჯერ არ იციან, გამარჯვებული ერთიანად აპირებს ფულის აღებას თუ ყოველწლიური გადახდების ვარიანტს არჩევს. პირველ შემთხვევაში, გადასახადების შემდეგ, ის 783.3 მილიონ დოლარს მიიღებს. მეორე ვარიანტი კი 30 წლის განმავლობაში მოგებული თანხის თანდათან გადახდას ითვალისწინებს.

ეს მოგება ისტორიაში მეხუთეა, რომელმაც მილიარდს გადააჭარბა. Mega Millions-ის წინა რეკორდი 2018 წელს დამყარდა, როდესაც სამხრეთ კაროლინელმა 1.537 მილიარდი დოლარი მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები