ყველასთვის ცნობილია, რომ Victoria’s Secret-ის შოუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მუსიკალური გაფორმებაა.
შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი ჩვენება მუსიკალურად, მხოლოდ ქალმა არტისტებმა გააფორმეს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული – კაროლ ჯი იყო.
კოლუმბიელი მომღერალი პოდიუმზე სრულად წითელი ლუქით წარდგა და შემოქმედების არაერთი ჰიტი შეასრულა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს 34 წლის შემსრულებლის ,,ქეთვოლქი” სიმღერის – Latina Foreva ფონზე, რომლითაც მან აუდიტორია მონუსხა.
შეგახსენებთ, რომ ,,ვიქტორიას სიქრეტის” გლამურული ღონისძიებების სერია სტარტს 1995 წლიდან იღებს. 2024-ში ის 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა.