„ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი“, – ამის შესახებ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ევროკავშირის მხრიდან მისი და პარტიის შესაძლო სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
ტვ „ფორმულასთან“ ამ თემის კომენტირებისას მორგოშიამ ასევე თქვა, რომ „საქმე საქმეზე რომ მიდგა არც მელიტონ ქანთარიას არ ჰქონდა ვიზა, მაგრამ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამიტომ მეც რამეს მოვიფიქრებ“:
ევროპარლამენტარები ევროსტრუქტურებს მორგოშიასა და „ალტ-ინფოს“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ
„მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად.“
„რა ვიცი, როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება ექნება, მაგრამ მე არაფერი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება, იმიტომ რომ ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის.
და პლუს თუ მოგზაურობაზეა საუბარი, რა ვიცი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კაი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ, რა პრობლემაა“. – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები ევროსტრუქტურებს მორგოშიასა და „ალტ-ინფოს“ სანქცირებისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ ვერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკისა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ჰელენა დალის მიმართეს.