LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

177
სერგეი ლავროვი

დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა, მის გარეშე ის დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც თავად უკრაინელი ლიდერები ამბობენ, თუ არ იქნება უკრაინაში მზარდი შეტევითი იარაღის მიწოდება, ისინი წააგებენ.

„ეს დამახასიათებელი აღიარებაა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა. მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ და აღმოფხვრილი იქნებოდა ის საფრთხეები, რომლებიც 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების დაწყების შემდეგ „დაეკიდა“ მთელ რუსულენოვან მოსახლეობას, სახელწოდებით უკრაინა”, – აცხადებს ლავროვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g