LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე ლელაძე: „რაც უფრო მეტად გაამახვილებ ბავშვთან მის პრობლემაზე ყურადღებას და მიახვედრებ, რომ რაღაც სჭირთ, მით მეტად დაითრგუნებიან“

181
BeFunky-collage (44)

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე ყველას ახსოვს 20 წლის ლაზარე ლელაძის ემოციური გამოსვლა, რომელსაც თავად აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს. ლაზარემ ჟურნალთან “გზა” თავის ბავშვობაზე და იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გამოიარა.

მე დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი – არ მინდა, იგივე ტკივილები განიცადონ ამ ბავშვებმა, რაც მე განვიცადე“ – „მე დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი – არ მინდა, იგივე ტკივილები განიცადონ ამ ბავშვებმა, რაც მე განვიცადე“ – აქონდროპლაზიის მქონე ლაზარეს მიმართვა

„სკოლის პერიოდი ძალიან კარგი იყო, არანაირი პრობლემა არ შემქმნია ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე. არ მქონია მომენტები, ვინმეს რამე ისე მიეთითებინა, რაღაცაზე გული დამწყვეტოდა და გულჩათხრობილი გავმხდარიყავი. პირიქით, ძალიან მეგობრული ურთიერთობა იგრძნობოდა. დღემდე კარგად მახსოვს ყველა, მასწავლებლიდან დაწყებული, მოსწავლეებით დამთავრებული. ფსიქოლოგის დახმარებაც არასოდეს დამჭირვებია და ამაში ჩემი ოჯახის დამსახურება დიდი იყო.გარემოცვა და ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. რაც უფრო მეტად გაამახვილებ ბავშვთან მის პრობლემაზე ყურადღებას და მიახვედრებ, რომ რაღაც სჭირთ, მით მეტად დაითრგუნებიან.

ჩემი რჩევა იქნება მშობლებისადმი, ბავშვებს არ ესაუბრონ იმაზე, თითქოს ისინი ზედმეტად დაჩაგრულები არიან. არა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, უბრალოდ, სხვებთან შედარებით – დაბლები. არ უნდა იფიქრონ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს შეძლებენ და ამ შემთხვევაში, არც საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლა გაუჭირდებათ და რეალიზებულებიც იქნებიან. მე უბრალოდ, განსხვავებული ვარ – მშობლების წყალობით, ეს ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა“, – ამბობს ლაზარე.

ლაზარე ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავთან ჰქონდა კითხვები.

საკუთარ თავთან მქონდა კითხვები: რატომ ვარ ასე და არა – ისე? მაგრამ მშობლებს, ცხოვრებას ან ღმერთს არასდროს არაფერში ვადანაშაულებდი. პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის იმის გამო, როგორიც ვარ და რაც მაქვს; მადლიერი ვარ მშობლების და ყველასი, ვინც მიმიღო ისეთი, როგორიც გახლავართ. განსხვავებული რომ ვიყავი, ამის გამო სახლში არანაირი პრივილეგია არ მქონია; როგორც ჩემი ძმები ისჯებოდნენ, ისე მტუქსავდნენ მეც. თუ რამე უხაროდა ჩემს ძმებს, მეც ისე მიხაროდა. როგორც ჩემი მეგობრები და სხვა დანარჩენი ბავშვები იქცეოდნენ, ისე ვიქცეოდი მეც. ღმერთის მადლობელი ვარ და მინდა სხვებსაც დავანახვო, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი“, – ამბობს ლაზარე ლელაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g