LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზერული ეპილაციის რა მეთოდები არსებობს – სილამაზის აკადემია

792
ნატო-ლაბაძე

ლაზერული ეპილაციის რა მეთოდები არსებობს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ​ექიმმა დერმატოლოგმა ნატო ლაბაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს ლაზერული ეპილაცია?

სიტყვა „ლაზერი“ – LASER, ინგლისური ფრაზის „Light Amplification by Stimulated Emmission of Radiation” სიტყვების პირველი ასოებიდან არის წარმოქმნილი და მისი ქართული თარგმანი ასე ჟღერს: „სინათლის გაძლიერება იძულებითი გამოსხივების გზით“.

ფიზიკურ დანადგარს, რომელიც ასეთი სახის სინათლეს იძლევა „ოპტიკური კვანტური გენერატორი“ იგივე „ლაზერი“ ეწოდება. ლაზერის მუშაობის პრინციპი განპირობებულია ნივთიერების და სინათლის კვანტურ ბუნებაზე დაყრდნობით.

ლაზერის სხვადასხვა სახეობები არსებობს,მათგან გამოვყოთ მყარი ტანის ლაზერები და ნახევარგამტარული ლაზერები.

მყარი ტანის ლაზერებს უწოდებენ ისეთ ლაზერებს, რომელთა აქტიურ გარემოს დიელექტრიკული კრისტალი ან მინა წარმოადგენს. მყარი ტანის ლაზერებია: ალექსანდრიტის( 755 ნმ სიგრძის ტალღით), ნეოდიუმის-Nd:YAG (yttrium aluminum garnet-1064 ნმ სიგრძის ტალღით), ლალის ლაზერი (694 ნმ სიგრძის ტალღით).

ალექსანდრიტის ლაზერის აქტიურ გარემოს წარმოადგენს ხელოვნური ალექსანდრიტის კრისტალი,გამდიდრებული ქრომით. 1997 წელს იგი დაშვებულ იქნა FDA- ის მიერ დერმატო-კოსმეტოლოგიაში თმის მოშორების მიზნით.

რაც შეეხება დიოდის ლაზერს, იგი მიეკუთვნება ნახევარგამტარულ ლაზერებს.

ნახევარგამტარულ ლაზერებს გააჩნიათ ძალიან მცირე ზომის ლაზერული დიოდები,ზომის სიმცირის მიუხედავად,გენერაცია დიდი სიმძლავრით ხდება.დიოდურ ლაზერს შესწევს უნარი იმოქმედოს კანქვეშ არსებულ თმის ფოლიკულებზე,რომლებიც კანის ზედაპირზე არ ჩანან და იმყოფებიან აქტიური ზრდის ფაზაში.

როგორ ირჩევა პაციენტისთვის შესაფერისი ეპილაციის მეთოდი?

პაციენტისთვის შესაფერისი ეპილაციის მეთოდი ირჩევა კანის ტიპის,თმის ფერის და სტრუქტურის მიხედვით.

განირჩევა კანის 6 ფოტო ტიპი სინათლისადმი მგრძნობელობის მიხედვით, აღნიშნული კლასიფიკაცია ეკუთვნის ამერიკელ დერმატოლოგს ტომას ფიტცპატრიკს, რომელიც შემოიღო 1975 წელს. 

ლაზერული ეპილაციისთვის ყველაზე იდეალურია თეთრი კანი და მუქი თმა ანუ ეფექტურია მე-2 და მე-3 ფოტოტიპების შემთხვევაში, მე-4 ფოტოტიპის კანზეც ტარდება შესაბამისი პარამეტრების შერჩევით.

1 ტიპიკელტური-კანის ფერი რძიანი თეთრია ან ფაიფურისფერი,ბევრი ჭორფლით; თვალის ფერი-ცისფერი, ღია მწვანე; თმა-ღია ქერა ან წითელი.

2 ტიპი –ღია ევროპული (სკანდინავიური,ნორდიული)-კანის ფერი ოდნავ მუქი,ვიდრე პირველი ტიპი,ჭორფლები ზომიერად;თვალის ფერი-ნაცრისფერი,მწვანე,ცისფერი,ღია ყავისფერი;თმა- ქერა ან ღია ყავისფერი.

3 ტიპიმუქი ევროპული-კანი-სპილოსძვლისფერი; თვალის ფერი-ნაცრისფერი,ყავისფერი;თმის ფერი-მუქი ქერა,წაბლისფერი,იშვიათად შავი.

4 ტიპიხმელთაშუაზღვის (სამხრეთევროპული)-კანი ფერი მუქი;თვალის ფერი-მუქი ყავისფერი ან შავი; თმის ფერი-მუქი ყავისფერი ან შავი.

5 ტიპიინდონეზიურიკანის ფერი-მუქი ყავისფერი, ყვითელი ელფერით;თვალის ფერი-მუქი ყავისფერი ან შავი; თმა-მუქი ყავისფერი ან შავი.

6 ტიპიაფროამერიკული-კანის ფერი-მუქი ყავისფერი ან მოლურჯო შავი;თვალის ფერი-მუქი ყავისფერი ან შავი;თმა-შავი.

მედიცინაში ეპილაციის მიზნით გამოიყენება ლაზერის წითელი სხივი,რომელიც ყველაზე ღრმად ჩადის კანში და კარგად შთაინთქმება მელანინის მიერ. ლაზერის სხივი პრაქტიკულად არ შთაინთქმება ლიპიდების, ცილების და ნუკლეინური მჟავების მიერ, ამიტომ იგი არ იწვევს ლიპიდების გამჟავიანებას და არ ხასიათდება მუტაციით.

რომელი აპარატი იძლევა ეპილაციისთვის ყველაზე შესაფერის სხივს?

ეპილაციისთვის ყველაზე შესაფერის სხივს იძლევა შემდეგი სახის ლაზერები: ალექსანდრიტის,ნეოდიუმის და დიოდის.მათგან ყველაზე ეფექტურია ალექსანდრიტის ლაზერი,რომელიც გენერირებს 755 ნმ სიგრძის სხივს,არის სწრაფი სხვა ლაზერებთან შედარებით,გააჩნია ორმაგი გაგრილების დინამიური სისტემა,თხევადი ფრეონის-კრიოგენული სპრეის სახით,რითაც გამოირჩევა სხვა უკრიოგენო აპარატებისგან და გამორიცხავს კანის დამწვრობას, დაინფიცირებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას.

ლაზერული ეპილაციის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ლაზერის სხივის ზემოქმედებით პიგმენტ მელანინზე,რომელსაც შეიცავს თმის ღერო და ფოლიკული. ლაზერული სხივის წყარო გენერირებს იმპულსს, რომელსაც გააჩნია ინფრაწითელი ნათება და სითბური ენერგია, ნათება გრძელდება წამის განმავლობაში,ეს დრო საკმარისია, რომ თმის ფოლიკული გახურდეს და განადგურდეს.

2-3 პროცედურის შემდეგ აღინიშნება არამარტო თმის რაოდენობის შემცირება,არამედ მათი ფერის და სტრუქტურის შეცვლა (თმა ხდება თხელი და ღია ფერის). ლაზერული იმპულსის პარამეტრები ირჩევა თმის და კანის სხვადასხვა სითბური რელაქსაციის და მათი მელანინით სხვადასხვა გაჯერების მიხედვით

მეთოდის უპირატესობები:

არაინვაზიურია, სწრაფი პროცედურაა ,ეფექტურია – შედეგი სახეზეა პროცედურის დამთავრებისთანავე, პროცედურის შემდეგ თმა კანქვეშ არ ბრუნდება.

ლაზერული ეპილაციის შედეგი სახეზეა პროცედურის დამთავრებისთანავე,ის დამოკიდებულია კანის ტიპზე,თმის ფერზე და სტრუქტურაზე.თხელი თმა იმპულსის გატარების შემდეგ ქრება უკვალოდ,უხეში თმა ტოვებს კვალს მცირე მომწვარი შავი წერტილების სახით, ასეთი მომწვარი „შავი წერტილების“ ძალისმიერად ამოღება არ შეიძლება, თუ ამოღებისას თმის ღერები არ შორდება თავისუფლად, მაგალითად პინცეტით. სხვადასხვა მონაკვეთებზე „მკვდარი თმის “ ბოლქვები ცვივა სხვადასხვა პერიოდით: სახე სუფთავდება 7-10 დღეში,იღლია-2 კვირის განმავლობაში, ბიკინის ზონა-3-4 კვირაში,ხელები და ფეხები-4-5 კვირაში.

პირველივე პროცედურის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ ამოსული თმის რაოდენობის შესამჩნევ შემცირებას,განაზებას და შეფერილობას შეცვლას (თმა ხდება შედარებით ღია ფერის). კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია 3-5 პროცედურის ჩატარება. მამაკაცებში საჭიროა მეტი რაოდენობის პროცედურები, რაც განპირობებულია მათი ჰორმონალური სტატუსის თავისებურებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები