LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ლე მანის“ გამარჯვებულმა პირველი ელექტრო Porsche გატესტა

37

„ლე მანის” 24 საათიანი მარათონის გამარჯვებული და ბრენდ Porsche-ს ამბასადორი, მარკ უებერი ვაისახში მარკის გამოსაცდელ პოლიგონზე პირველი სერიული ელექტროქარით Mission E გავიდა. გარბენის შედეგებით, ავსტრალიელმა მრბოლელმა აღნიშნა, რომ ავტომობილი მას სარბოლო 919 Hybrid-ს აგონებს.

უებერი ამბობს, რომ Porsche Mission Е „სეგმენტში თამაშის წესებს არ შეცვლის“. განსაკუთრებით ის მართვადობით, მოჭიდებითა და მუხრუჭებით მოიხიბლა. გარდა ამისა, სპორტპროტოტიპ 919 Hybrid-თან მსგავსება არა მხოლოდ ავტომობილის ქცევაში, არამედ სალონშიც დაინახა.

კონცეპტუალური ელექტრომობილი Porsche Mission E 2015 წელს გამოჩნდა. სპორტქარი ორი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელთა სუმარული სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს 3,5 წამში კრებს. სვლის მარაგი კი 500 კილომეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები