LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონს კვლავ ყველაზე მეტი ფული აქვს

85
2364365

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ისევ NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ის უკვე მეცხრედ გავიდა პირველ პოზიციაზე. სხვისი ფულები Forbes-მა დაითვალა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა 124.5 მილიონი დოლარი მიამატა თავის ანგარიშს. აქედან 44.5 მილიონი ხელფასია, 80 მილიონი კი სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული ფული.

NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების TOP 10 ასეთი გახლავთ:

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 124,5 მლნ (44,5+80,0)
სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) – 95,1 (48,1+47,0)
კევინ დურანტი (ბრუკლინი) – 88,0 (43,0+45,0)
იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 86,5 (42,5+44,0)
რასელ უესტბრუკი (ლეიკერი) – 82,1 (47,1+35,0)
კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) – 60,6 (40,6+20,0)
დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 60,5 (42,5+18,0)
ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია) – 53,0 (33,0+20,0)
პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 51,0 (42,5+8,5)
ჯიმი ბატლერი (მაიამი) – 49,7 (37,7+12,0)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები